თამბაქოსაგან 100%-ით თავისუფალი გარემო სამედიცინო დაწესებულებებსა და საშუალო სკოლებში

პროექტის დასახელება: „თამბაქოსაგან 100%-ით თავისუფალი გარემო სამედიცინო დაწესებულებებსა და საშუალო სკოლებში“, ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის საერთაშორისო კავშირი (The Union- North America); პროექტის განხორციელების ვადები: 01.02.2012 – 31.01.2014 (დაფინანსების გარეშე გაგრძელდა 2014 წლის 1 ივლისამდე).

პროექტის ანოტაცია

ა). მიზანი:
• თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკის გატარება;
• თამბაქოსაგან თავისუფალი არეალების გაფართოება;
• თამბაქოს კვამლისაგან მოსახლეობის დაცვის გაუმჯობესება.
თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად – ამოცანა 1: თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკის წარმატების ხელშეწყობა და თამბაქოს კვამლისაგან მოსახლეობის დაცვა; ამოცანა 2: ძირითად დაწესებულებებში თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკის დანერგვის გაძლიერება; თამბაქოსაგან თავისუფალი არეალების მხარდაჭერისათვის მენეჯერთა, ჯანდაცვის პროფესიონალთა და სხვა დაინტერესებულ პირთა კომპეტენციის გაძლიერება;


ბ). პროექტის განხორციელების გზები:
აქტივობა 1.1 ექსპერტებთან შეხვედრები – ცვლილების კანონპროექტის საბოლოო ვერსიის შემუშავება; კანონპროექტის მთავრობასა და პარლამენტში განსახილველად წარდგენა;
აქტივობა 1.2 ფოტოგამოფენა საქართველოს პარლამენტში – გადაწყვეტილების მიმღებ პირთა მხარდაჭერის მოპოვება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროცესის დაწყებისა და მხარდაჭერისათვის;
აქტივობა 2.1 თამბაქოსაგან თავისუფალი წარმატებული დაწესებულების მხარდაჭერა;
აქტივობა 2.2 ეროვნული კონფერენცია „თამბაქო ან ჯანმრთელობა”;
აქტივობა 3.1 ჯანდაცვის და საგანმანათლებლო სექტორების აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენელთა ტრენინგი;
აქტივობა 3.2 სამედიცინო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოწევის აკრძალვის დარღვევის აღმოჩენა;
აქტივობა 3.3 სამიზნე დაწესებულებების ინფორმირება მოწევის აკრძალვის დანერგვის შესახებ;


გ). მოსალოდნელი შედეგები: საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსში თამბაქოს კანონის შესახებ ცვლილებების კანონპროექტის საბოლოო ვერსიის შემუშავება და კანონპროექტის მთავრობაში წარდგენა:
• თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკის დანერგვის განმტკიცება სამედიცინო და საგანმა-ნათ¬ლებლო დაწესებულებებში;
• მოწევის აკრძალვის მდგარადობა წარმატებულ დაწესებულებებში;
• თამბაქოს მოხმარების აკრძალვის აღსრულების მექანიზმების გაძლიერება;
• დაინტერესებული ორგანიზაციების, აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენელთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება თამბაქოს სფეროში ცვლილებების გატარების შესახებ;
• პროექტის მოქმედების არეალის გაფართოება;
• თამბაქოს კვამლისაგან მოსახლეობის დაცვის გაუმჯობესება.