საკვებისმიერი დაავადებების კონტროლის მიზნით, სალმონელოზურ ინფექციებზე ზედამხედველობის ეროვნული, საყრდენ ბაზებზე დამყარებული ლაბორატორიული სისტემის შექმნა და აფეთქებებზე რეაგირების შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოში

პროექტის დასახელება: „საკვებისმიერი დაავადებების კონტროლის მიზნით, სალმონელოზურ ინფექციებზე ზედამხედველობის ეროვნული, საყრდენ ბაზებზე დამყარებული ლაბორატორიული სისტემის შექმნა და აფეთქებებზე რეაგირების შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოში”, BTEP/ISTC, G-1462; პროექტის განხორციელების ვადები: 01.04.2013 – 31.12.2014.

პროექტის ანოტაცია

ა). მიზანი: სალმონელოზური ინფექციების წილის განსაზღვრა საყრდენი ბაზების მქონე რეგიონებში; მიმდინარე, დროული და ზუსტი ინფორმაციის უზრუნველყოფა ინფექციის წყაროს შესახებ და შესაბამისი საკონტროლო ღონისძიებების შემუშავება; საკვებისმიერ აფეთქებებზე რეაგირების სისტემის გაძლიერება; გამოყოფილი შტამების ანტიბიოტიკორეზისტენტობის განსა¬ზღვ¬რა; მოსახლეობის საგანმანათლებლო კამპანია დაავადების პრევენციის მიზნით.


ბ). განხორციელების გზები: შემუშავებული ალგორითმის მიხედვით იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ემსახურება შერჩეული საყრდენი ლაბორატორიები, მოხდება გარკვეული რაოდენობის ამბულატო¬რიული და ჰოსპიტალიზირებული დიარეული პაციენტების შემთხვევითი შერჩევა, საყრდენ ბაზებზე ჩატარდება კვლევაში მოხვედრილი პაციენტების განავლის ნიმუშების ბაქტერიოლოგიური კვლევა და ეპიდემიოლოგიური კითხვარის შევსება. სალმონელასა და შიგელაზე საეჭვო ბაქტერიო¬ლოგიური კულტურები გაიგზავნება დკსჯეც-ს რეფერენს ლაბორატორიაში შემდგომი გამოკვლე¬ვისა და დადასტურების მიზნით. ნიმუშებს თან დართვება შესაბამისი პაციენტის ეპიდკვლევის კითხვარი. რეფერენს ლაბორატორიაში განხორციელდება გამოყოფილი კულტურების ბაქტერიო¬ლო¬გიური, მოლეკულური კვლევა და ანტიბიოტიკორეზისტენტობის შესწავლა. პროექტის სამუშაო გეგმის მიხედვით სულ 350 მწვავე დიარეის მქონე პაციენტი უნდა იქნას გამოკვლეული ყველა საყრდენ ბაზაზე, თითოეული პაციენტის ინდივიდუალური ეპიდემიოლოგიური კითხვარის მონაცემები კი შეტანილი იქნება სპეციალურ მონაცემთა ბაზაში და დამუშავდება.


გ). მოსალოდნელი შედეგები: სალმონელოზით და შიგელოზით ავადობის ეპიდემიოლოგიური ტვირთის განსაზღვრა პროექტის სამიზნე რეგიონებში; აღნიშნული დაავადებების ძირითადი რისკ-ფაქტორების განსაზღვრა მათი დროულად გამოვლენის, პრევენციისა და რეაგირების მიზნით; საკვებისმიერი დაავადებების ჯგუფური შემთხვევების კვლევა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; აფეთქებაზე ზედამხედველობისათვის მონაცემთა ბაზის შექმნა, რაც საშუალებას მოგვცემს სისტემატურად გავაანალიზოთ ურთიერთკავშირი საკვებისმიერი დაავადების აფეთქებასა და სავარაუდო გამომწვევ საკვებ პროდუქტს შორის; გამოყოფილი სალმონელას და შიგელას შტამების სეროლოგიური და მოლეკური ტიპირება.