საქართველოში ლეიშმანიოზის ზედამხედველობის სისტემის და კონტროლის სტრატეგიის გაუმჯობესება

პროექტის დასახელება: „საქართველოში ლეიშმანიოზის ზედამხედველობის სისტემის და კონტროლის სტრატეგიის გაუმჯობესება“, BTEP/ISTC, G-1081; პროექტის განხორციელების ვადები: 01.04.2005 – 30.06.2015


პროექტის ანოტაცია


ა). მიზანი: პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქ. თბილისში ვისცერული ლეიშმანიოზის (ვლ) აქტიური კერის შესწავლა;


ბ). განხორციელების გზები:
• ვისცერული ლეიშმანიოზის აქტიურ კერაში ინფექციის სეროპრევა¬ლენტობის და წლიური ინციდენტობის დადგენა, 1-14 წლის ასაკის ბავშვებში;
• ვისცერული ლეიშმანიოზის აქტიურ კერაში ინფექციის სეროპრევალენტობის დადგენა შინაურ და გარეულ ძაღლებში;
• ვისცერული ლეიშმანიოზის გადამტანის (ვექტორის) სახეობების იდენტიფიცირება და შესწავლა;
• ვისცერული ლეიშმანიოზის გამომწვევის ადამიანიდან, ძაღლიდან და გადამტანიდან გამო¬ყო¬ფა, იდენტიფიცირება და შედარება მოლეკულური ბიოლოგიის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
• საქართველოში ვლ-ს გადამტანის (ვექტორის) სანერწყვე ჯირკვლებიდან გამოყოფილი შერჩე¬უ¬ლი ცილების იმუნოგენური პროფილის დადგენა.


გ). მოსალოდნელი შედეგები: ახალი მონაცემების მიღება ვლ-ს ვექტორის (გადამტანის) სანერწყვე ჯირკვლების მოლეკულური შემადგენლობის შესახებ:
• პირველად გამოვიკვლეული იქნება სანერწყვე ჯირკვლების ფარმაკოლოგიურად აქტიური კომპონენტები ისეთი სახეობების, როგორიცაა P. kandelakii და P. balcanicus;
• გამოვლინდება ვლ-ს საწინააღმდეგო ვაქცინისთვის ახალი პოტენციური კანდიდატები.