ევროპაში ტრანსმისიული ინფექციების ბიოლოგია და კონტროლი

პროექტის დასახელება: „ევროპაში ტრანსმისიული ინფექციების ბიოლოგია და კონტროლი“, FP7-HEALTH-2010-single-stage EDENext; ევროკომისია; პროექტის მენეჯერი განხორციელების ვადები: 01.01.2011– 30.06.2015

პროექტის ანოტაცია:

ა). მიზანი: პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ტრანსმისიული დაავადებების (VBD) გაჩენის, აღმოცენების და გავრცელების ბიოლოგიური, ეკოლოგიური და ეპიდემიოლოგიური ასპექტების შესწავლა.


ბ). განხორციელების გზები:
• პოტენციური Phlebotomine ვექტორების იდენტიფიცირება, მათი ბიოლოგიის შესწავლა და ფლებოვირუსების და ლეიშმანიოზის ტრანსმისიაში ეპიდემიოლოგიური როლის კვლევა;
• უკანასკნელ პერიოდში მოსკიტების სახეობების/პოპულაციების ახალ გეოგრაფიულ ზონებში გავრცელების შესწავლა;
• უკანასკნელ პერიოდში ვექტორების და გადატანილი პათოგენების სიმრავლის ცვლილებების შესწავლა;
• ევროპასა და მიმდებარე რეგიონებისთვის (ხმელთაშუაზღვის და EECA ქვეყნების ჩათვლით) ვექტორების და დაავადებების (ლეიშმანიოზი და ფლებოვირუსები) რისკ რუკების შექმნა;


გ). მოსალოდნელი შედეგები: თანამედროვე კვლევის მეთოდების, საშუალებების და პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული მონაცემების კომპლექსი ხელს შეუწყობს:
• ტრანსმისიული დაავადებების გავრცელების შეწყვეტის ან შემცირების მიზნით სხვადასხვა ინტერვენციული ღონისძიებების ეფექტურობის შეფასებას და ახალი ინტერვენციული მეთოდების შემუშავებას;
• ტრანსმისიული დაავადებების აღმოცენების და გავრცელების საშიშროების წინასწარ გან¬საზღვრას;
• ტრანსმისიული დაავადებების მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების სისტემის უნივერ¬სალური მიდგომის ჩამოყალიბებას.