ეროვნული ლაბორატორიული სისტემის სიმძლავრეების გაძლიერება

21.პროექტის დასახელება:ეროვნული ლაბორატორიული სისტემის სიმძლავრეების გაძლიერება”, დაავადებათა  გლობალური დეტექციის (GDD) პროექტის კომპონენტი (642), CDC,USA; პროექტის  განხორციელების ვადები:  01.12.2013 – 31.08.2014.                                          

პროექტის ანოტაცია

ა). მიზანი: პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შემუშავება და დანერგვა დკეც-ის ლაბორატორიულ ქსელში:

  • ხარისხის მართვის სისტემის ძირითადი პრინციპების გაცნობა,  12 მნიშვნელოვანი ელემენტის მნიშვნელობა და ეტაპობრივი დანერგვა;
  • ხარისხის მართვის სიტემის ორგანიზაციული სტრუქტურა და პასუხისმგებლობები;
  • ხარისხის მართვის სისტემის პოლიტიკის დანერგვა, პროცესების, პროგრამების, პროცე­დუ­რებისა და ინსტრუქციების შექმნა;
  • ლაბორატორიული დიაგნოსტიკური სოპების შექმნა;
  • ლაბორატორიული ხარისხის მართვის სახელმძღვანელოს საბოლოო ვერსიის შემუშავება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ლაბორატორიის შესაბამისი პერსონალი;  
  • შეუსაბამო/არასტანდარტული შემთხვევების მართვის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება;

ბ)განხორციელების გზები:  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს ლაბორატორიული მომსახურება და მისი მაღალი ხარისხი. ეს გულისხმობს, რომ ლაბორატორია უნდა მუშაობდეს ISO სტანდარტების შესაბამისად და აკრედიტირებული უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. აქედან გამომდინარე საერ­თაშორისო მოთხოვნების მიხედვით ლაბორატორიული დოკუმენტების კონტროლოს სისტემების მოწესრიგება, პირველ ეტაპზე ხარისხის სახელმძღვანელოსა  და შესაბამისის დოკუმენტების შექმნის ორგანიზებაა, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ხარისხის მართვის სისტემის განვითარებისათვის;

). მოსალოდნელი შედეგები:დკეც-ის ლაბორატორულ ქსელში ხარისხის მართვის სისტემის პოლიტიკისა და სტრატეგიული გეგმის  შემუშავება – ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სწორი მოდელის დანერგვისათვის,  მაღალი სტანდარტებისა და საერთაშორისო აღიარების მისაღწევად.