საქართველოში პოლიომიელიტის/მწვავე დუნე დამბლების ეპიდზედამხედველობის სისტემის შეფასება

პროექტის დასახელება: “საქართველოში პოლიომიელიტის/მწვავე დუნე დამბლების ეპიდზედამხედველობის  სისტემის შეფასება”, WHO; პროექტის განხორციელების ვადები: 28.04.2014 – 02.05.2014.

პროექტის  ანოტაცია

 ). მიზანი:  ქვეყანაში არსებული პოლიომიელიტის/მდდ ეპიდზედამხედველობის  სისტემის შეფასება – არის თუ არა იგი საკმარისად მგრძნობიარე პოლიოვირუსის ცირკულაციის დროული გამოვლენისთვის;  ქვეყნის მასშტაბით, ყველა ადმინისტრაციულ დონეზე პოლიომიელიტის/მდდ ეპიდზედამხედველობის სისტემის მუშაობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისა და შენარჩუ­ნე­ბის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.

). განხორციელებისგზები:  ჯანმო-ს რეკომენდაციების შესაბამისად შერჩეული იქნება 5 რეგიონი  შემდეგი მონაცემების გათვალისწინებით:  მდდ შემთხვევების გამოვლენის დაბალი და მაღალი მაჩვენებელი, უპირატესად ქალაქად ან სოფლად მცხოვრები პოპულაცია, ეთნიკური ჯგუფე­ბი/რე­ლი­გიური უმცირესობები, გეოგრაფიულად რთულად მისაწვდომი ტერიტორიები.  საზედამხედ­ვე­ლო ვიზიტების განხორციელება დაგეგმილია  ქ. თბილისში,  კახეთის რეგიონში (თელავი, საგარე­ჯო, ლაგოდეხი); სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ახალციხე, ახალქალაქი, ბორჯომი); ქვემო ქართლის რე­გიონში (მარნეული, გარდაბანი, ქ. რუსთავი); აჭარის ა/რესპუბლაში (ქ. ბათუმი; ქობულეთი); თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში ვიზიტები განხორციელდება საზოგადოებრივი ჯანდაც­ვის ცენტრსა და ეპიდზედამხედველობის სისტემის სამიზნე სტაციონარებში. სისტემის მუშაობის შეფასება მოხდება ჯანმო-ს მიერ შემუშავებული სპეციალური კითხვარების მეშვეობით. კვლევაში მონაწილეობას მიიღებს დკეც-ის 5  სპეციალისტი და  ჯანმოს 5 კონსულტანტი, რომელთა შემად­გენლობით შეიქმნა  5 სამუშაო ჯგუფი.  

).  მოსალოდნელიშედეგები:  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა მიერ წარმოდგენილი იქნება მდდ ეპიდზედამხედველობის სისტემაში არსებული პრობლემის იდენტი­ფი­ცირება, ქმედებების დაგეგმვა, რეკომენდაციების შემუშავება.