იმერეთის რეგიონის პილოტურ დაწესებულებებში განხორციელებული ხარისხის გაუმჯობესების ინტერვენციების ეფექტურობისა და ხარჯთეფექტურობის შეფასების შედეგები 22 იანვარი, 2015 წელი

სამუშო შეხვედრა ცენტრში
22 იანვარი 2015 წელი

2015 წლის 22 იანვარს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის და USAID-ის ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტის (HCI/ASSIST) მიერ გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე:

იმერეთის რეგიონის პილოტურ დაწესებულებებში განხორციელებული ხარისხის გაუმჯობესების ინტერვენციების ეფექტურობისა და ხარჯთეფექტურობის შეფასების შედეგები


შეხვედრას ესწრებოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, USAID/ASSIST პროექტის, სამედიცინო დაწესებულებათა, სადაზღვევო კომპანიების, პროფესიული ასოციაციების, არასამთავრობო დონორი, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგნიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

შეხვედრაზე USAID/ASSIST პროექტის წარმომადგენლებმა გააცნეს ასთმის, ფქოდის, ბავშვთა მწვავე რესპირაციული ინფექციების, მწვავე კორონარული სინდრომისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და მართვის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ღონისძიებების ეფექტურობისა და ხარჯთეფექტურობის კვლევის შედეგები.

გაიმართა დისკუსია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ძირითად გამოწვევებსა და ეფექტური ინტერვენციების მდგრადობისა და ქვეყნის მასშტაბით განვრცობის შესაძლებლობებზე.