საქართველოში როტავირუსული ვაქცინის დანერგვის შემდგომი შეფასება

პროექტის დასახელება:საქართველოში როტავირუსული ვაქცინის დანერგვის შემდგომი შეფასება”, WHO; პროექტის განხორციელების ვადები: 24.03.2014 – 31.03.2014           

 პროექტის ანოტაცია

 ). მიზანი: როტავირუსული ვაქცინით და შესაბამისად  სხვა ანტიგენებით მოცვის მაჩვენებლების გაუმჯობესება,  პრობლემის იდენტიფიკაცია  და  საჭირო ინტერვენციების დაგეგმვა;

). განხორციელების გზები:  ჯანმო-ს რეკომენდაციების შესაბამისად, შერჩეული იქნება 6 რეგიონი   როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო აცრებით მოცვის დონის გათვალისწინებით. მათ შორის, სამი რეგიონი  60%-ზე (სამიზნე მოცვა ვაქცინის დანერგვის პირველი წლისთვის) დაბალი მოცვის მაჩვენებლით (ქვემო ქართლი, თბილისი, იმერეთი), სამი – 60%-ზე  მაღალი მოცვის მაჩვენებლით (აჭარა, კახეთი, შიდა ქართლი). შეფასების მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, თითოეულ  რეგიონში შეირჩევა ორი რაიონი იგივე პრინციპით – მოცვის მაჩვენებლის გათვალის¬წი¬ნე¬ბით,  სულ  10 რაიონი – კასპი, ქარელი, შუახევი, ქ. ბათუმი, გარდაბანი, რუსთავი, დედოფლის¬წყარო, ყვარელი,  ჭიათურა,  ქ. ქუთაისი და ქ. თბილისის 2 რაიონი – ძველი თბილისი, ვაკე-საბურ¬თალო. დკეც-ის 8  სპეციალისტთან ერთად შეფასებაში მონაწილეობას მიიღებს 4 საერთაშორისო კონსულტანტი  – ჯანმოს ცენტრალური ოფისიდან, ჯანმო-ს ევროპის რეგიონიდან და აშშ დაავადე¬ბათა კონტროლის ცენტრიდან. 

). მოსალოდნელი შედეგები: მოხდება პრობლემის იდენტიფიცირება ქმედებების დაგეგმვა, რეკომენდაციების შემუშავება.