ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის სიახლეები

პროექტის დასახელება: „ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის სიახლეები“ – “M/XDR TB მკურნალობაშეწყვეტილი პაციენტების ეპიდზედამხედველობა”, დაავადებათა გლობალური დეტექციის პროექტის კომპონენტი (648), CDC,USA; პროექტის განხორციელების ვადები: 01.01.2014 – 28.08.2014. 

პროექტის ანოტაცია

ა). მიზანი: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით საქართველო მიეკუთვნება MDR TB მაღალი გავრცელების ქვეყანას. 2008 წლიდან, მწვანე შუქის კომიტეტის დახმარებით შემუშავდა და დაინერგა M/XDR TB მკურნალობის კურსი. პროგრამისთვის დღემდე მთავარ გამოწვევად რჩება პაციენტების მკურნალობაზე დამყოლობა და შედეგად მკურნალობის შეწყვეტის მაღალი მაჩვენებელი (34%, 2011 წლის კოჰორტა). პროგრამაში პაციენტს გამოსავალი „შეწყვეტილი მკურნალობა“ ენიჭება მას შემდეგ რაც 2 თვის განმავლობაში არ გამოცხადდება დაწესებულებაში მედიკამენტის მისაღებად. მკურნალობის შეწყვეტის შემდგომ არ ხდება პაციენტების მიდევნება, შედეგად არ არსებობს ინფორმაცია მოგვიანებითი გამოსავლის შესახებ. აღნიშნული პროექტის მიზანია, შეფასდეს თუ რა საფრთხეს წამოადგენენ აღნიშნული სტატუსის მქონე პაციენტები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით.
პროექტის ამოცანებია:
• „შეწყვეტილი მკურნალობის“ სტატუსის მქონე პაციენტების გამოსავლების შესწავლა (შესაძლო გამოსავლები: გარდაცვლილი, ცოცხალი, მკურნალობის კურსში ხელახლა ჩართული);
• მკურნალობის შეწყვეტის შემდგომ, სიკვდილის რისკ-ფაქტორების შესწავლა;
• კვლევის მიმდინარეობისას ცოცხალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა.

ბ). განხორციელების გზები: კვლევის ინსტრუმენტს წარმოადგენს კითხვარი, რომლის ადმინის-ტრირებას მოახდენენ ეპიდემიოლოგები. გარდა ამისა, ყოფილი პაციენტების ცოდნის დონის ამაღლებით და მკურნალობის მნიშვნელობის ახსნით, ეპიდემიოლოგები ეცდებიან შეწყვეტილი სტატუსის მქონე პაციენტების ჩართვას მკურნალობის კურსში;

გ). მოსალოდნელი შედეგები: 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იგეგმება რაიონული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგების ჩართულობა ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მკურნალობის დამყოლობის გასაუმჯობესებლად. აღნიშნული პროექტი დაეხმარება პროგრამას ეპიდემიოლოგებისთვის პროტოკოლის შემუშავებაში და მათი ტრენინგის დაგეგმვაში.