როტავირუსული გასტროენტერიტების საავადმყოფოზე დაფუძნებული ეპიდზედამხედველობა და დაავადებით გამოწვეული სიმძიმის განსაზღვრა საქართველოში

პროექტის დასახელება: „როტავირუსული გასტროენტერიტების საავადმყოფოზე დაფუძნებული ეპიდზედამხედველობა და დაავადებით გამოწვეული სიმძიმის განსაზღვრა საქართველოში“, WHO; მ. ლაშქარაშვილი; პროექტის განხორციელების ვადები: 01.11.2006 – 01.12.2014

პროექტის ანოტაცია

ა). მიზანი: დიარეით მიმდინარე დაავადებებში როტავირუსული ინფექციის ტვირთისა და ფონური მაჩვენებლის განსაზღვრა როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვამდე, ვაქცინაციის ეფექტის განსაზღვრის მიზნით, 0-5 წლის ასაკის ბავშვებში. 

ბ). განხორციელების გზები:
• ჯანმო-ს ექსპერტების მიერ, საქართველოში დიარეით მიმდინარე დაავადებებზე მიმდინარე ეპიდზედამ¬ხედ¬ველობის შეფასება;
• ჯანმო-ს ევროპული ბიუროს ექსპერტთა ჯგუფის შეფასების სა¬ფუძველზე საყრდენი ბაზის შერჩევა (თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკა);
• ჯანმო-ს ევროპული ბიუროს ექსპერტთა ჯგუფის შეფასების სა¬ფუძველზე ლაბორატორიული ბაზის შერჩევა (დკეც-ის ლუგარის სახელობის ცენტრი);
• ჯანმო-ს ექსპერტების მიერ შერჩეულ ბაზაზე ზედამხედველობისათვის პასუხისმგებელი პერსონალის შერჩევა და სწავლე¬ბის ჩატარება;
• ჯანმო-ს ევროპული ბიუროს მიერ ლაბორატორიის აღჭურვილობით, რეაქტივებით, სახარჯი მასალებითა და პროექტის მიმდინარეო¬ბი¬სათ¬ვის საჭირო ხარჯებით უზრუნველყოფა;
• შემთხვევის სტანდარტული განსაზღვ¬რების შემუშავება:
• შემთხვევის განსაზღვრების შესაბამისად, საყრდენ ბაზაზე ჰოსპიტალიზებული, მწვავე დიარეული 5 წლამდე ასაკის ბავშვების ზედამხედველობაში ჩართვა;
• ჯანმო-ს პროტოკოლის მიხედვით სამუშაო პროცედურების განხორციელება, მონაცემთა მართვა და ანგარიშგება;
• რეფერალურ ლაბორატორიაში შერჩეული ნიმუშების გენოტიპირება და ხარისხის გარე კონტროლის ჩატარება.

გ). მოსალოდნელი შედეგები:
• როტავირუსული ინფექციის ფონური მაჩვენებლის განსაზღვრა, როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვამდე, 0-5 წლის ასაკობრივ ჯგუფში;
• გავრცელებული როტავირუსის გენოტიპის განსაზღვრა