ბართონელას გავრცელების და მრავალგვარობის შესწავლა ადამიანებსა და ცხოველებში და ბართონელოზის აღმოცენების რისკ-ფაქტორების შეფასება საქართველოში

პროექტის დასახელება: „ბართონელას გავრცელების და მრავალგვარობის შესწავლა ადამიანებსა და ცხოველებში და ბართონელოზის აღმოცენების რისკ-ფაქტორების შეფასება საქართველოში”, BTEP/ISTC, G–1683; პროექტის განხორციელების ვადები: 01.12.2013 – 31.05.2015.

პროექტის ანოტაცია

ა). მიზანი: ბართონელოზის მოლეკულური ეპიდემიოლოგიის შესწავლისთვის მეთოდიკის შემუშავება, ბართონელას შტამების მრავალფეროვნების და პრევალენტობის შესწავლა მღრღნე-ლებში საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიებზე, მოლეკულური დახასიათება ქართული შტამების და მათი შედარება ამერიკულ შტამებთან, გენეტიკური ნათესაობის განსაზღვრა ადამიანებიდან და ცხოველებიდან გამოყოფილი შტამების და მათი პათოგენურობის შეფასება; მეთოდიკის შემუშავება ბართონელების პირდაპირი აღმოჩენისთვის რეზერვუარებიდან და კლინიკური მასალიდან;

ბ). განხორციელების გზები: საველე სამუშაოები; კლინიკებთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე პაციენტების კლინიკური მასალის კვლევა;

გ). მოსალოდნელი შედეგები: ბართონელოზის გავრცელების შესწავლა; ბართონელას მრავალგვა¬რო¬ბის განსაზღვრა; მათი როლი ცხელებით მიმდინარე და ენდოკარდიტიანი პაციენტების პათოგენეზში.