ჯილეხის დეკონტამინაციის ქსელი

პროექტის დასახელება: „ჯილეხის დეკონტამინაციის ქსელი", FP7 -PEOPLE-2013-IRSES, პროექტის #612309, ევროკომისია; პროექტის განხორციელების ვადები: 01.01.2014 – 31.12.2017.

პროექტის ანოტაცია

ა). მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს ჯილეხის დეკონტამინაციის მეთოდიკაზე მუშაობას ფაგების გამოყენებით; კონტამინირებული ნიადაგიდან ბაქტერიის ელიმინაციის გზების ძიებას; უკრაინის და თურქეთის ჯილეხის ნიადაგური კერებიდან გამოყოფილი ჯილეხის სპორების დახასიატებას, და მათი გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა; ასევე, კვლევის მეთოდების ჰარმონიზაცია და სტანდარტიზაცია, რაც დაეხმარება ქსეში გაერთიანებული ლაბორატორიების შედეგები გახდეს შედარებადი.

ბ). განხორციელების გზები: იგეგმება ბაქტერიოფაგის გამოყენება ჯილეხის გამომწვევი ბაქტერიის დეკონტამინაციისთვის (სპოროვანი ფორმის გერმინაცია ვეგეტატიურში და ზემოქმედება შემდგომ სპეციფიკური ბაქტერიოფაგით). დეკონტამინაციის ეს მეთოდი ეკოლოგიურად უსაფრთხო იქნება და მნიშვნელოვნად შეამცირებს სპორათა რაოდენობას გარემოში. პროექტის ფარგლებში ძირითადად ჩატარდება მონაწილე ქვეყნების მკვლევარების სწავლება-ტრენირება. პროექტის მონაწილე ქვეყნებია: გაერთიანებული სამეფო, გერმანია, პოლონეთი, იტალია, თურქეთი, უკრაინა და საქართველო. საქართველოს მხრიდან მონაწილეობს ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსი¬ტე¬ტი; ელიავას სახ. ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებ¬რი¬ვი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;

გ). მოსალოდნელი შედეგები: შემუშავდება კვლევის ახალი სადიაგნოსტიკო მეთოდები, რომელიც მიზნად დაისახავს ფაგების გამოყენების სასოფლო-სამეუნეო არეალის დეკონტამინაციას; საშუალება მიეცემათ ევროპული ქვეყნების წამყვანი მენიერების გვერდით მესამე პარტნიორი ქვეყნების - საქართველო, უკრაინია, მეცნიერებს მუშაობის და გამოცდილების გაზიარების და სამეცნიერო პოტენციალის გაზრდის. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შესაძლბელი იქნება მიიღწიოს: ჯილეხის სპორების დეკონტამინანტის სინთეზი, ჯილეხის ეკოლოგიის და დეკონტამინაციის ღრმა შესწავლა, ტრეინინგი ახალგაზრდა მეცნიერების და სტუდენტების; ერთობლივი პუბლიკაციების მომზადება.