ფაგი-მასპინძელი ბაქტერიული უჯრედის კოევოლუციის მექანიზმების კვლევა სექვენირებითა და ფენოტიპური დახასიათებით

პროექტის დასახელება: „ფაგი-მასპინძელი ბაქტერიული უჯრედის კოევოლუციის მექანიზმების კვლევა სექვენირებითა და ფენოტიპური დახასიათებით“ , GRDF; პროექტის განხორციელების ვადები: 01.08.2013 – 31.08.2015.

პროექტის ანოტაცია

ა). მიზანი: პროექტის მიზანია ფაგი-მასპინძელი უჯრედის კოევოლუციური ადაპტაციის სისტე¬მუ¬რი მექანიზმების იდენტიფიკაცია, ფენოტიპურად განსხვავებული ფაგებისა და მათი მასპინძელი ბაქტერიული უჯრედებისათვის.

ბ). პროექტის განხორციელების გზები:
ამოცანა 1 – ფაგების გაზრდა სხვადასხვა მასპინძელზე;
ამოცანა 2 – ადაპტირებული ფაგების გადარჩევა;
ამოცანა 3 – ადაპტირებული ფაგებიდან დნმ-ის გამოყოფა;
ამოცანა 4 – მთლიანი გენომის გაშიფვრა ილუმინას „MiSeq” პლატფორმაზე;
ამოცანა 5 – გენომის გენეტიკური ანალიზი;

გ). მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის ფარგლებში მოხდება ბაქტერიების B. melitensis და B. anthracis და შესაბამისი ბაქტერიოფაგების მთლიანი გენომის გაშიფვრა. გენეტიკური ანალიზის საფუძველზე განხორციელ¬დება იმ გენეტიკური ლოკუსების იდენტიფიცირება, რომლებიც წარმოადგენენ სელექტიური ფენოტიპური ცვლილებებისათვის გენეტიკურ საფუძვლებს. შედეგები საშუალებას მოგვცემს მეტი წარმოდგენა ვიქონიოთ ბაქტერიების თავდაცვითი მექანიზმების შესახებ ვირუსების წინააღმდეგ.