დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონალური ინტეგრაცია: თანამშრომლობა თურქეთის ქალაქ ყარსის უნივესიტეტის საცავში დაცული ჯილეხისა და ბრუცელოზის შტამების მოლეკულური დახასიათების ფარგლებში

პროექტის  დასახელება: „დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონალური ინტეგრაცია: თანამშრომლობა თურქეთის ქალაქ ყარსის უნივესიტეტის საცავში დაცული ჯილეხისა და ბრუცელოზის შტამების მოლეკულური დახასიათების ფარგლებში“; TAP 712012;DIRA;  კაფკას უნივერსიტეტი; განხორციელების ვადები:  21.10.2014- 21.10.2015.

 პროექტის ანოტაცია

 ა).მიზანი: პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონალური ინტეგრაციის ფარგლებში თანამშრომლობა გავითარება თურქეთის ქალაქ ყარსის უნივერსიტეტთან. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ყარსის უნივერსიტეტის საცავში არსებული შტამების მოლეკულური დახასიათება, რომელიც განხორციელდება ლუგარის ცენტრში. ასევე მოხდება ყარსის უნივერსიტეტის ვეტერინარიის დეპარტამენტის თანამშრომლების ტრენირება ლუგარის ცენტრში. 

ბ).პროექტის განხორციელების გზები: ყარსის უნივერსიტეტის საცავში დაცული შტამებიდან გენეტიკური მასალის (დნმ) ის გამოყოფა მოხდება ყარსისს უნივერსიტეტიში, მოხდება სტერილობის ტესტით მასალის სტერილობის დადასტურება და შემდეგ ნიმუშები გადმოიგზავნება საქართველოში - დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში. მიღებული ნიმუშების ანალიზის პარალელურად ჩატარდება ორი ტრეინინგ სესია თურქი კოლეგებისათვის ყარსის უნივერსიტეტიდან აპრილისა და მაისის თვეებში.

გ). მოსალოდნელი შედეგები: შედეგად განხორციელდება ჯილეხის (30) და ბრიცელოზის (30) შტამის მოლეკულური დახასიათება და მომზადდება პუბლიკაცია მაღალ რეიტინგულ უცხოურ ჟურნალში გამოსაქვეყნებლად. ეს იქნება პირველი თანამშრომლობა დაავადებათა კონტროლისა და ყარსის უნივერსიტეტის მეცნიერებს შორის. წარმატებული თანამშრომლობა იქნება მყარი საფუძველი შემოდგომი მჭიდრო თამანშრომლობისათვის მომავალი საიტერესო პროექტების ფარგლებში.