ყირგიზეთის რესპუბლიკის ურანით დაბინძურებულ გარემოს მიკრობიოლოგიური მონიტორინგი

პროექტის დასახელება: “ყირგიზეთის რესპუბლიკის ურანით დაბინძურებულ გარემოს მიკრობიოლოგიური მონიტორინგი’”, ISTC; KR- 2088; განხორციელების ვადები: 01.01.2015- 01.07.2015.

პროექტის ანოტაცია

ა).მიზანი: პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონალური ინტეგრაციის ფარგლებში თანამშრომლობა ყირგიზეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტთან. დაავადებათა კონტროლის ცენტრი პროექტში წარმოადგენს კონტრაქტორს. კონტრაქტის ფარგლებში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში განხორციელდება მეტაგენომური ნიმუშების დნმ -ის ნუკლეოტიდური თანამიმდევრობების გაშიფვრა.
ასევე მოხდება ყირგიზეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლების ტრეინინგი.

ბ).პროექტის განხორციელების გზები: ყირგიზეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ მოხდება მეტაგენომური ნიმუშებიდან გენეტიკური მასალის დნმ -ის გამოყოფა. თითოეული ნიმუშისათვის განხორციელდება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (პჯრ) 16S რიბოსომული რნმ -ისათვის სპეციფიური პრაიმერების გამოყენებით. ამპლიფიკაციის პროდუქტები გადმოიგზავნება საქართველოში - დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში. პირველ ეტაპზე განხოერციელდება მიღებული ნიმუშების მთლიანი 16S ანალიზი MiSeq პლატფორმაზე. ხოლო შემდგომი ეტაპისათვის მიღბული შედეგების ანალიზის მიხედვით შეირჩევა გარკვეული რაოდენობის მეტაგენომური ნიმუშები მთლიანი გენომის გასაშიფრად.

გ). მოსალოდნელი შედეგები: ეს იქნება პირველი მეტაგენომური პროექტი როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ასევე ქვეყნის მაშტაბით. მომზადდება პუბლიკაცი(ები)ა მაღალ რეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში გამოსაქვეყნებლად. ეს იქნება პირველი თანამშრომლობა დაავადებათა კონტროლისა და ყირგიზეთის ბიოტოქნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებს შორის ამერიკელი პარტნიორების მონაწილეობით. წარმატებული თანამშრომლობა იქნება მყარი საფუძველი შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისათვის მომავალი საინტერესო პროექტების ფარგლებში ყირგიზეთის რესპუბლიკისა და შუა აზიის სხვა ქვეყნების მეცნიერებთან.