ტოქსიგენური E.coli–ის მოლეკულური ეპიდემიოლოგია საქართ-ვე¬ლო¬ში

პროექტის დასახელება: „ტოქსიგენური E.coli–ის მოლეკულური ეპიდემიოლოგია საქართ-ვე¬ლო¬ში“, BTEP/ISTC, G-2099; პროექტის განხორციელების ვადები: 01.03.2014 – 01.09.2015.

პროექტის ანოტაცია

ა). მიზანი:
წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს შიგა-ტოქსინის მა¬პრო¬დუცირებელი Escherichia coli (STEC) ლაბორატორიული დიაგნოსტიკის გაძლიერებას კლინიკურ ნიმუშებში, გარდა ამისა
STEC- შტამების იზოლირებას და მოლეკულურ დახასიათებას კვლევის თანამედროვე მოლეკულური მეთოდების გამოყენებით, რაც საშუალებას მოგვცემს შევის¬წავ¬ლოთ ადამიანში მწვავე ნაწლავური ინფექციების ძირითადი გამომწვევი პათოგენის მოლეკუ¬ლური ეპიდემიოლოგია ქვეყანაში.

ბ). განხორციელების გზები:
შემუშავებული ეპიდემიოლოგური კითხვარებისა და სამუშაო პრო¬ტო¬კოლის საფუძველზე მოხდება ინფექციური პროფილის სამკურნალო ცენტრებში მწვავე დიარეით მიმდინარე პაციენტების კვლევაში ჩართვა. ამასთანავე, გარდა ახალი ნიმუშებისა, პროექტის ფარგლებში გამოკვლეული იქნება გლიცერინში შენახული ფეკალიის გაყინული ნიმუშები, რომლებიც 2009-2012 წლებში შეგროვდა შესაბამისი მწვავე კლინიკის მქონე პაციენტებისგან.
Escherichia coli-ის (STEC) სხვადასხვა ტოქსიურ მარკერებზე (stx1, stx2, eae, Ehly) PCR-დადებითი ნიმუშებიდან მოხდება STEC-ის სუფთა კულტურის გამოყოფა და იზოლირებული შტამების შემდგომი შესწავლა კვლევის თანამედროვე მოლეკულური მეთოდების გამოყენებით.

გ). მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს STEC- ალგორითმის ლუგარის ცენტრის ლაბორატორიაში დანერგვას, რაც მოიცავს ტოქსიგენური E. coli – ის დეტექციას კლინიკურ ნიმუშებში, STEC – შტამების იზოლირებას, კონფირმაციას და ანტიგენურ ტიპირებას შემდგომი მოლეკულური დახასიათებით. ამასთანავე, ლაბორატორიის აღჭურვა იმ აუცილებელი რეაგენტებით, რომლებიც შედეგების სანდოობას განსაზღვრავენ, საშუალებას მოგვცემს დროული რეაგირება მოვახდინოთ ეპიდაფეთქებაზე, რაც განსაკუთრებით ზაფხულის სეზონისათვის არის დამახასიათე¬ბე¬ლი.
ზემოთ აღნიშნული სისტემის რუტინაში დანერგვა დაგვეხმარება ინფექციის გამომწვევის წყაროს დადგენასა და ტრანსმისიის გზე¬ბის დახასიათებაში.
კვლევის შედეგები საშუალებას მოგვცემს ერთმანეთთან დავაკავშიროთ სპორადული შემთხვევები და ასევე გამოვავლინოთ ურთიერთკავშირები უფრო დიდი აფეთქებების დროს როგორც საქართველოს ფარგლების შიგნით, ასევე ქვეყნის საზვრებს გარეთ. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის გაუმჯობესებას ქვეყანაში.