ნოზოკომიური ინფექციები და ანტიმიკრობული რეზისტენტობა

პროექტის დასახელება: „ნოზოკომიური ინფექციები და ანტიმიკრობული რეზისტენტობა", დაავადებათა გლობალური დეტექციის პროექტის კომპონენტი, CDC, USA; პროექტის განხორციელების ვადები: 01.09.2013 – 31.08.2014

პროექტის ანოტაცია

ა). მიზანი: თანამედროვე ინფექციური კონტროლის სისტემების დანერგვა და ნოზოკომურ ინფექ¬ციებზე ზედამხედველობა

ბ). განხორციელების გზები:
• კლინიკებსა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებში ნოზოკომიური ინფექციების კონტროლის შეფასება;
• სამედიცინო პერ¬სონალის განსწავლა ინფექციური კონტროლის საკითხებზე;
• შერჩეულ კლინიკებში ინფექციური კონტროლის თანამედროვე სისტემის დანერგვა;
• დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეპიდემიო¬ლოგების ცოდნის დონის ამაღლება ნოზოკომიური ინფექციების კონტროლისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხებზე.

გ). მოსალოდნელი შედეგები:
• კვლევაში მონაწილე კლინიკებსა და ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაწესებულებებში შეფასდება სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების კონტრო¬ლი;
• შერჩეულ კლინიკებში დაინერგება ნოზოკომურ ინფექციებზე ზედამხედველობის თანამედროვე სისტემა;
• მომზადდება საგანმანათლებლო მასალები ნოზოკომური ინფექციების კონტროლის საკითხ¬ებზე;
• შემუშავდება დასწრებული უწყვეტი სამედიცინო პროგრამა „სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების კონტროლი“ და დამტკიცება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების საბჭოზე;
• ამაღლდება სამედიცინო პერსონალის ცოდნის დონე ინფექციური კონტროლისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხებზე.