ბიოლოგიური უსაფრთხოების და ბიოლოგიური დაცვის რისკის მართვა საქართველოსთვის

პროექტის დასახელება: „ბიოლოგიური უსაფრთხოების და ბიოლოგიური დაცვის რისკის მართვა საქართველოსთვის“, EU/UNICRI, C4; ქ. ზარიძე; პროექტის განხორციელების ვადები: 15.08.2013 – 15.08.2015.

პროექტის ანოტაცია

ა). მიზანი: პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ბიოლოგიური საფრთხეების შემცირებას საქარ-თველოში ბიოლოგიურ მასალაზე მომუშავე დაწესებულებების პერსონალის ცოდნის დონის ამაღლების გზით. ბიოუსაფრთხოების ასპექტების ცოდნის და ბიოუსაფრთხოების დაცვის მხრივ საკმაოდ დაბალი დონეა საქართველოში, მით უმეტეს, რომ ამ მიმართულებით არ არსებობს შესაბამისი სპეციალიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობდა მუშაობის უსაფრთხო პრაქტიკას დამკვიდრებას. პროექტი ითვალისწინებს ბიოუ¬საფრთხოების ოფიცრების ინსტიტუციის ჩამოყალიბებას, რაც ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია ლაბორატორიებში და საველე სამუშაოების ჩატარებისას უსაფრთხო ზომების დაცვის მიმართულებით, მონიტორინგის და კონტროლის განხორციელების გზით.

ბ). პროექტის განხორციელების გზები: აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტი ითვალისწინებს, მოამზადოს დაახლოებით 60 სპეციალისტი შერჩეულ სხვადასხვა სფეროს დაწესებულებებიდან, რომლებიც გაივლიან ბიოუსაფრთხოების ტრენინგებს დაავადებათა კონტროლის და საზოგა¬დო¬ებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე და მისი სატრენინგო პროგრამით. პროგრამა შემუშავდება არსებული სატრენინგო მასალების ადაპრიტირებით და რისკის შეფასების კვლევით მიღებული მონაცემების გათვალისწინებით. პირველ ეტაპზე განხორციელებული კვლევითი და სამკურნალო დაწესებულებების ლაბორატორიებში ჩატარებული რისკის შეფასების კვლევის საფუძველზე, განისაზღვრება ყველა ის ხარვეზი თუ უზუსტობა, რომელიც ბიოლოგიურად საშიში ნივთიერებებთან მოპყრობისას გამოვლინდება. მიღებული შედეგები მოგვცემს ორიენტირს, თუ რა ასპექტებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება სატრენინგო მასალის შემუშავებისას და რა მოდელით და დიზაინით უნდა წარიმართოს ტრენინგები, როგორ უნდა დაიყოს სამიზნე ჯგუფები საჭიროებების გათვალისწინებით. ლაბ. ქსელის პერსონალის პოტენციალის ბიოუსაფრთხოების მიმართულებით გაძლიერების მიზნით, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გაიგზავნება 10 ლაბორატორიული თანამშრომელი, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს ბიოუსაფრთხოების ოფიცრად. ეს სპეციალსტები, საქართველოში დაგეგმილი ტრენინგების ჩატარებისას, ტრენერის ფუნქციას შეასრულებს და გაუზიარებს მიღებულ ცონდას კოლეგებს. ეს კიდევ უფრო გაზრდის ცნობიერების ამაღლებას მთლიან სამედიცინო და ვეტ. სამსახურების სპეციალისტებში. ბოლო ეტაპზე, ჩატარდება ტრენინგ-სემინარები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ შერჩეული კანდიდატები რისკის შეფასების დროს შერჩეული ინსტიტუტებიდან. ტრენინგებს ექნება თეორიული და პრაქტიკული მასალები, გათა¬მაშდება სცენარები ბიოლოგიურად საშიში მასალის დეკონტამინაციაზე და პირველადი რეაგირების ოპერაციული პროცედურების ჩატარებაზე;
პროექტის დასასრულს, მოეწყობა პროექტის შედეგების საჯარო განხლვა ბენეფიციარი ინსტიტუტების (მენეჯერები, ტრენინგგავლილი სპეციალისტები), ჯანდაცვის და ვეტერინარული სახელმწიფო სამსახრების, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულოით ბიოუსაფრთხოების და ბიოლოგიური დაცვის არსებული გამოწვევების განსახილველად და რისკის შეფასების ანალიზის საფუძველზე შედმუშავებული რეკომენდაციების გასაცნობად.

გ). მოსალოდნელი შედეგები:
• ქვეყანას ეყოლება ევროპულ წამყვან ინსტიტუტებში სასწავლო კურსგავლილი 10 სპე-ციალისტი (ბიოუსაფრთხოების ოფიცერი) და ბიოუსაფრთხოების ზოგადი სტანდარტების საკითხებში მომზადებული 60 ლაბორატორიული სპეციალისტი, ლაბ. მენეჯერი, საზ.ჯ/დ წარმომადგენელი და ბიოლოგიურ მასალაზე მომუშავე სხვა თანამშრომელი;
• პროგრამის განხორციელების შედეგად მოხდება მიღებული შედეგების საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება – საკანონმდებლო ბაზაში ბიოუსაფრთხოების მიმართულებით ცვლილებების შეტანის მიზნით;
• მოხდება ზოგადი ფონური მაჩვენებლის ამაღლება ბიოუსაფრთხოების გათვითცნობიერებუ¬ლობის მიმართულებით სამედიცინო და ვეტერინარული სფეროს სპეციალისტებში.