რეგიონული ტრენინგის, ბიოუსაფრთხოების, ბიოდაცვის და ლაბორატორული მენეჯმენტის რესურს-ცენტრის დაარსება სამხრეთ კავკასიაში

პროექტის დასახელება: „რეგიონული ტრენინგის, ბიოუსაფრთხოების, ბიოდაცვის და ლაბორატორული მენეჯმენტის რესურს-ცენტრის დაარსება სამხრეთ კავკასიაში”, EU/UNICRI, პროექტი B1; პროექტის განხორციელების ვადები:15.08.2013 – 15.08.2015.

პროექტის ანოტაცია

ა). მიზანი: სამხრეთ კავკასიის რეგიონის ოთხ ქვეყანაში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი), ბიოლოგიური საფრთხეების შემცველი რისკების მართვის და შემცირების ხელშეწყობის მიზნით, ბიოლოგიურ მასალაზე მომუშავე სამედიცინო და ვეტერინარული სპეციალიტების ცოდნის დონის ამაღლება, ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბება ლაბორატორიული საქმიანობის უსაფრთხოების და დაცვის (BS&S) მიმართულებით, რეგიონის სამეცნიერო საზოგადოების თანამშრომლობის გაძლიერება ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარებით და ასევე, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება და ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება.

ბ). პროექტის განხორციელების გზები: ამ მიზნით NCDC/ლუგარის სჯ კვლევითი ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდება ბიოუსაფრთხოების, ბიოლოგიური დაცვის და ლაბორატორიული მართვის რეგიონალური ტრეინინგის და რესურს ცენტრი. მოხდება BS&S მდგომარეობის შესწავლა საქართველოში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რათა კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების გაანალიზების საფუძველზე რეგიონში შეფასდეს BS&S მდგომარეობა, რაც შესაძლებელს გახდის შემუშავდეს ახალი სატრენინგო პროგრამა ლაბორატორული პერსონალისათვის, ბიოუსაფრ¬თხო¬ების და ბიოლოგიური დაცვის ცონდის ამაღლების მიზნით. NCDC/ლუგარის ცენტრი თავისი უნიკალური შესაძლებლობების გათვალისწინებით (BSL2 და BSL3 ლაბორატორიები, ბიუსაფრთხოების მაღალი დონის ოფიცრები) რეგიონისთვის საუკეთესო სასწავლო-სატრენინგო ბაზას წარმოადგენს და ტრენინგ-რესურს ცენტრის ჩამოყალიბება საშუალებას მისცემს ბიოლოგიურ მასალაზე მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას (BS&S მიმართულებით) კარგი ლაბორატორული პრაქტიკის პრინციპების გაცნობით. რეგიონის ოთხივე ქვეყნის შერჩეული კანდიდატების (ლაბორატორიული სპეციალისტების) ევროპის საუკეთესო ლაბორატორიებში სასწავლო-სატრენინგო ვიზიტების მოწყობით, ბიოუსაფრთხოების ევროპული სტანდარტების შესწავლის მიზნით, ეს სპეციალისტები ჩამოყალიბდებიან ტრენერებად შემდგომში თავიანთი კოლეგებისთვის ცოდნის გასაზიარებლად. ლუგარის სჯ კვლევითი ცენტრის ბაზაზე მოხდება ტრენინგ-რესურს ცენტრის შექმნა, არსებული პოტენციალის და რესურსების გამოყენებით, ახალი სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (SOPs), კარგი ლაბ. პრაქტიკის, ბიოუსაფრთხოების და ბიოლოგიური დაცვის თანამედროვე პრინციპების და მიდგომების შესახებ სასწავლო-სატრენინგო მასალის (მოდულები) შემუშავება პროექტში ჩართული ლაბორატორიული თანამ-შრომ¬ლების ტრენირების მიზნით.

გ). მოსალოდნელი შედეგები:
• რეგიონის ქვეყენებისთვის ბიოუსაფრთხოების სპეციალისტების ჩამოყალიბება;
• რეგიონის ქვეყნების სამეცნიერო-კვლევითი ურთიერთობების გაღრმავება, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება;
• ევროპის წამყვან ინსტიტუტებთან და უნივერსიტეტებთან სამეცნიერო-კვლევითი ურთი¬ერთო¬ბების დამყარება, თანამშროლობის გაძლიერება კვლევით საქმიანობაში დახმარების მიზნით;
• NCDC/ლუგარის სჯ კვლევითი ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება ტრეინიგ-რესურს BS&S ცენტრის ჩამოყალიბებით.