მულტირეზისტენტული და ექსტენსიურ-რეზისტენტული ტუბერკულოზის მოლეკულური ეპიდემიოლოგია საქართველოში

პროექტის დასახელება: „მულტირეზისტენტული და ექსტენსიურ-რეზისტენტული ტუბერკულოზის მოლეკულური ეპიდემიოლოგია საქართველოში”, ISTC, G-2100, პროექტის განხორციელების ვადები: 01.02.2014 – 31.01.2016.

პროექტის ანოტაცია

ა). მიზანი: მულტირეზისტენტული და ექსტენსიურ რეზისტენტული ტუბერკულოზის მოლეკუ-ლური ეპიდემიოლოგიის შესწავლა;

ბ). განხორციელების გზები: მულტირეზისტენტული და ექსტენსიურ - რეზისტენტული ტუბერკულოზის მოლეკულური ეპიდემიოლოგიის შესწავლა ეფუძნება სხვადასხვა მოლეკულური მეთოდების კომბინაციას. ასეთი მიდგომა შესაძლებლობას გვაძლევს განვსაზღვროთ ჩვენს საზოგადოებაში მოცირკულირე კლონები, ტრანსმისიის ჯაჭვები და კავშირები ავადმყოფთა შორის, რომელთა განსაზღვრაც ვერ ხერხდება კვლევის ტრადიციული მეთოდებით. ასევე, კვლევაში ჩართულ ავადმყოფთა ეპიდემიოლოგიური მონაცემების შეკრება და გაანალიზება საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ ექსტენსიურ - რეზისტენტული ტუბერკულოზის განვითარებასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები.
პროექტის ზირითადი მიზნის განსახორციელებლად შემდეგი საკითხები იქნება შესწავლილი;
• ექსტენსიურ-რეზისტენტული ტუბერკულოზის გავრცელების შესწავლა და მის განვითარებასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების განსაზღვრა
• საქართველოში M.tuberculosis კვლევისთვის გენოტიპირების პროგრამის გაფართოება - პჯრ-ზე დაფუძნებული მეთოდების Spoligotyping-ის და MIRU-ს ჩართვის მეშვეობით
• მულტირეზისტენტული და ექსტენსიურ-რეზისტენტული ტუბერკულოზის მოლეკულური ეპიდემიოლოგიის დახასიათება.

გ). მოსალოდნელი შედეგები: პროექტის განხორციელება მოგვცემს საშუალებას განვსაზღვროთ ექსტენსიურ-რეზისტენტული ტუბერკულოზის გავრცელება საქართველოში და დავახასიათოთ მის გავითარებასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები; დავნერგოთ და განვახორციელოთ M. tuberculosis მულტირეზისტენ¬ტუ¬ლი და ექსტენსიურ რეზისტენტული შტამების გენოტიპირება; მიღებული შედეგების საფუძველზე დავახასიათოთ ტუბერკულოზის მოლეკულური ეპიდემიოლოგია საქართველოში.