კოლაბორაცია მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის ზედამხედველობისათვის XpertTM MTB/RIF და Color Test გამოყენებით სხვადასხვა გარემოში

პროექტის დასახელება:” კოლაბორაცია მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის ზედამხედველობისათვის XpertTM MTB/RIF და Color Test გამოყენებით სხვადასხვა გარემოში “, US Armed Forces Health Surveillance Center - აშშ არმიის ჯანმრთელობის ზედამხედველობის ცენტრი;პროექტის განხორციელების ვადები: 15.04.2014-31.03.2015

პროექტის ანოტაცია

ა).მიზანი: პროექტის მიზანია შეაფასოს ე.წ. ფერადი ტესტის (Color Test ) სპეციფიურობა და სენსიტიურობა MGIT ტესტის (კულტურალური მეთოდი) და XpertTM MTB/RIF -ის მიმართ

ბ).პროექტის განხორციელების გზები:

- მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისათვის ახალი ტესტის (Color Test - ფერადი ტესტი) დანერგვა
- Color Test, XpertTM MTB/RIF -ის and MGIT ტესტის გამოყენების მიზანშეწონილობის შედარება M.tuberculois და რეზისტენტობის აღმოსაჩენად განსაზღვრულ გარემოში
- Color Test-ის სენსიტიურობისა და სპეციფიურობის შეფასება XpertTM MTB/RIF -ის and MGIT ტესტის მიმართ

გ). მოსალოდნელი შედეგები:

მოცემული პროექტით შეფასდება ახალი ტესტი ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისა და მულტირეზისტენტობის განსაზღვრისათვის. ტესტის დანერგვა გაზრდის M. tuberculosis კულტივირებისა და რეზისტენტობის განსაზღვრის შესაძლებლობებს.
შედეგების ანალიზი დაადგენს ფერადი ტესტის (Color Test ) სპეციფიურობასა და სენსიტიურობას მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისათვის;