სამუშაო შეხვედრა

2015 წლის 28 იანვარს სასტუმრო თბილისი ქორთიარდ მერიოტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა რ. ლუგარის საზოგადოებრივი კვლევითი ცენტრის სამომავლო განვითარების საკითხებთან დაკავშირებით. სემინარზე მოხსენებით გამოვიდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი და ლუგარის ცენტრის თანამშრომლები. ასევე, განიხილეს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა და ახალი ხედვები. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) და მისი კონტრაქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლები