რჩევები მგზავრებისათვის

ფაქტები, რომლებიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, როცა ებოლას ვირუსით დაავადების ეპიდაფეთქების ზონაში ვაპირებთ მგზავრობას.

  1. ებოლას ვირუსული დაავადება საკმაოდ იშვიათია;
    ვირუსის გავრცელება ხდება დაავადებული ადამიანის სისხლთან, სისხლის კომპონენტებთან, ამ ნივთიერებებით დაბინძურებულ გარემოსთან ან ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტის შედეგად;
    ძირითადი სიმპტომებია: ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი, სისუსტე, დიარეა, პირღებინება, ტკივილი მუცლის არეში, უმადობა;
    ადამიანები, რომლებიც პირდაპირ კონტაქტში შედიან დაავადებული ადამიანების ან ცხოველების სისხლთან და სისხლის კომპონენტებთან ან ამ ნივთიერებებით დაბინძურებულ გარემოსთან, იმყოფებიან მაღალი რისკის ჯგუფში;
    არ არსებობს ლიცენზირებული ვაქცინა ებოლას ვირუსული დაავადების საწინააღმდეგოდ, 
    აუცილებელია დაიცვათ პირადი ჰიგიენა;
    აუცილებელია თავი აარიდოთ ნებისმიერი სახის კონტაქტს დაავადებული ადამინების ან ცხოველების სისხლთან ან სისხლის კომპონენტებთან, ან საგნებთან რომლებთანაც დაავადებულ ადამიანებს ან ცხოველებს შეიძლება კონტაქტი ჰქონოდათ;
    იმ შემთხვევაში, თუ იმყოფებოდით ებოლას ეპიდაფეთქების ზონაში და გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. 

ინფიცირების რისკი ტურისტებისათვის, რომლებიც მგზავრობენ ეპიდაფეთქების ზონაში

იმის ალბათობა, რომ ტურისტი ასეთ ზონებში ვიზიტის დროს დაინფიცირდება ებოლას ვირუსით და შემდგომ მას განუვითარდება დაავადება ძალზედ მცირეა, რადგან ვირუსის გავრცელება ხდება მხოლოდ დაავადებული ადამიანის ან ცხოველის სისხლთან ან სისხლის კომპონენტებთან ან ამ ნივთიერებებით დაბინძურებულ გარემოსთან ან საგნებთან კონტაქტის შედეგად. თუმცა, ყველაფრის გათვალისწინებით, ასეთ ზონებში მგზავრობა არ არის რეკომენდებული.

 

ინფიცირების რისკი მეგობრების ან ოჯახის წევრების სტუმრობისას

იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა პირდაპირი კონტაქტი დაავადებული ან გარდაცვლილი ადამიანის ან ცხოველის სისხლთან ან სისხლის კომპონენტებთან ან ამ ნივთიერებებით დაბინძურებულ გარემოსთან, ებოლას ვირუსით ინფიცირების რისკი იმ ადამიანებისათვის, რომლებიც თავიან მეგობრებს ან ნათესავებს სტუმრობენ, მინიმალურია. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი კონტაქტი დაფიქსირდა, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, რადგანაც არსებობს იმის ალბათობა, რომ თქვენ ებოლას ვირუსით ხართ ინფიცირებული.

 

ინფიცირების რისკი იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ებოლას ვირუსული დაავადებით დაავადებულ ადამიანთან ერთად იმგზავრეთ

არსებობს იმის ალბათობა, რომ ადამიანმა, რომელიც ებოლას ვირუსით ინფიცირებულია და გამოვლენილი აქვს დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, გამოიყენოს ტრანსპორტირებისათვის თვითმფრინავი ან ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ არ შეატყობინოს სათანადო სტრუქტურებს. ამ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ებოლას ვირუსი არ ვრცელდება აირ–წვეთოვანი გზით, იმის ალბათობა, რომ სხვა მგზავრების ინფიცირება მოხდება, დაბალია. ინფექციის გავრცელება ხდება მხოლოდ დაავადებული ადმიანის სისხლთან ან სისხლის კომპონენტებთან ან ამ ნივთიერებების მიერ დაბინძურებულ გარემოსთან ან ნივთებთან კონტაქტის შედეგად.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იმგზავრეთ იმ ადამიანთან, რომელიც დაავადებულია ებოლას ვირუსული დაავადებით, სასურველია მიმართოთ ექიმს.

 

დამატებითი ინფორმაცია ებოლას ვირუსული დაავადების შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ჯანმოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე:

  1. http://www.who.int/csr/disease/ebola/en/
  2. http://www.who.int/ith/updates/20140421/en/