მწვავე ფებრილურ დაავადებაზე (AFI) ეპიდ ზედამხედველობა

პროექტის  დასახელება:მწვავეფებრილურდაავადებაზე (AFI) ეპიდზედამხედველობა, დაავადებათა  გლობალური დეტექციის პროექტის კომპონენტი (C1), CDC,USA; პროექტის განხორციელების ვადები: 1.09.2013 – 28.08.2014. 

 პროექტის ანოტაცია

 ). მიზანი:

  • ლეიშმანიოზის გადამტანების იდენტიფიცირება და დადგენა კახეთის ორ რაიონში – ყვარელსა და საგარეჯოში, სადაც 2007 წლიდან საგრძნობლად მოიმატა შემთხვევების რაოდენობამ.
  • ადამანური შემთხვევების წინასწარი გამოვლინების მიზნით, ზემოთ-აღნიშნულ რაიონებში აქტირუი ზედამხედველობის ჩატარება
  • ვისცერული ლეიშმანიოზის სეროპრევალენტობის განსაზღვრა რეზერვუარებში – ძაღლებში.
  • ისეთი თანამედროვე დიაგნოსტიკის დანერგვა, როგორიცაა ბუდობრივი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, როგორც ალტერნატიული დიაგნოსტიკის საშუალება;

). განხორციელების გზები:

  • კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, ყვარლისა და საგარეჯოს რაიონებში აღებული იქნება 500 ადამიანის და 600 სახლის ძაღლის სისხლი ნიმუში.  აღნიშნულ ნიმუშებზე ჩატარდება  კვლევა ვისცერულ ლეიშმნიოზზე rk39 იმუნოქრომატოგრაფიული სწრაფი ტესტების მეშვეობით. აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობის შემთხვევაში, პაციენტს ან/და პაციენტის ექიმს  rk39 ტესტზე ან პჯრ-დადებითი პასუხების შემთხვევაში დაუყონებლივ ეცნობებათ ლაბორატორიული კვლევის შედეგები. თბილისის ტროპიკული მედიცინისა და პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში, ლეიშმანიოზზე საეჭვო შესულ პაციენტებს უფასოდ ჩაუტარდება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (პჯრ) დიაგნოსტიკა. აგრეთვე მოხდება ლეიშმანიოზის გადამტანი მწერების (ფლებოტომუსის გვარის მოსკიტები)  შეგროვება ე.წ. სინათლის ხაფანგებით, განისაზრება მათი სახეობები და პჯრ მეთოდით მოხდება მათი ტესტირება ინფიცირების ხარისხის განსაზღვრისათვის;

). მოსალოდნელი შედეგები:  მიღებული შედეგებით დადგინდება შემდეგი:

  • შესწავლილი და იდენტიფიცირებული იქნება კერები, განსაზღვრული იქნება კომპეტენტური ვექტორები და შესწავლილი იქნება რეზერვუარების სეროპრევალენტობა, რაც საშუალებას მოგვცემს სწორად დაიგეგმოს (სამომავლოდ) პრევენციული ღონისძიებები საკვლევი ინფექციის წინააღმდეგ; 
  • განისაზღვრება რისკ ჯგუფები