სამუშაო შეხვედრა პარიზში

2015 წლის 14-15 იანვარს საფრანგეთში (პარიზი) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დირექტორმა და ლუგარის ცენტრის მენეჯერმა მონაწილეობა მიიღეს MediLabSecure  ქსელის მიერ ორგანიზებულ ლაბორატორიის ხელმძღვანელთა პირველ შეხვედრაში.

შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეთათვის მიეწოდებიათ ინფორმაცია ლაბორატორიული ქსელის შესახებ და განეხილათ ლაბორატორიების საჭიროებები. ეს ყველაფერი საშუალებას იძლევა გამოიკვეთოს პრიორიტეტები, პირველი საწვრთნელი შეხვედრისათვის მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები და საკითხები, რომლებიც აერთაინებს სხვადასხვა ქსელებს (ენტომოლოგია, ცხოველთა ვირუსოლოგია და ადამიანთა ვირუსოლოგია).

MediLabSecure პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ და მიზნად ისახავს ხმელთაშუა და შავი ზღვის რეგიონების (19 ქვეყანა) ლაბორატორიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას გადამდები დაავადებების ეპიდზედამხედველობის, ბიოუსაფრთხოების,  კომუნიკაციისა და სწავლების სფეროებში.

MediLabSecure -  www.medilabsecure.com