ვაქცინების შესახებ

ვაქცინაციის ისტორია

იმუნიზაცია ყოველწლიურად მილიონობით ბავშვს იცავს სიკვდილის დაჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დარღვევებისაგან.

ინფექციებთან ბრძოლაში პირველი წარმატებები მიაღწეულ იქნა უფრო ადრე, ვიდრე დაავადებათა გამომწვევები იქნებოდა აღმოჩენილი. მხედველობაშია ცნობილი ინგლისელი ექიმის, ედუარდ ჯენერის, 1796 წელს შექმნილი ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა და ცნობილი ფრანგი მეცნიერის, ლუი პასტერის მიერ 1885 წელს შექმნილი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა.

ჯენერისა და პასტერის მიგნებები შემთხვევით ხასიათს ატარებდნენ. მეცნიერებს კიდევ დიდი დრო და შრომა დასჭირდათ ყველაფრის გასაგებად და გამომწვევებთან გეგმაზომიერი და თანმიმდევრული ომის გამოსაცხადებლად.
ამჟამად ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად ხელთ გვაქვს ერთერთი ძირითადი საშუალება - ვაქცინაცია, რომელიც სხვა მეთოდებს შორის უძველესი და სანდოა. იმუნიზაცია, როგორც მეცნიერება, უკვე ცნობილია 200 წელი დააქამდე ერთგულად ემსახურება კაცობრიობას. ვაქცინაციის წყალობით დამარცხებულია ყვავილი, თითქმისგანადგურებულია პოლიომიელიტი, მკვეთრადაა შემცირებული წითელათი, ცოფით და წითურათი ავადობა. ამ ვირუსულ დაავადებებთან ერთად აღნიშვნის ღირსია სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებები - შავი ჭირი, ქოლერა, ტუბერკულოზი, დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ტულარემია, ჯილეხი - აი არასრული სია დაავადებებისას, რომელთან ბრძოლაშიც გაიმარჯვეს ვაქცინებმა.

ვაქცინების შესახებ

დაავადებების გამომწვევებთან ბრძოლა ეფექტური აღმოჩნდა მათივე საშუალებით. საჭირო იყო მხოლოდ გვესწავლა, როგორ მოგვესპო მათში დამაავადებელი თვისებები. გამომწვევთა ასეთ უვნებელ „ორეულებს“ ეწოდებთ ვაქცინები. ვაქცინა ორგანიზმში შეყვანისას არ იწვევს დაავადებას და, ასე ვთქვათ, ასწავლის მას გაუმკლავდეს თავის საშიშ „მოძმეებს“. ანუ ასე ვითარდება ხელოვნურად შექმნილი ინფექციის საწინააღმდეგო იმუნიტეტი. მისი ხანგრძლივობა განსხვავებულია და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე.

ზოგადი ინფორმაცია მართვადი ინფექციების შესახებ

იმუნიზაცია ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ და ეფექტურ სამედიცინო მომსახურებას წარმოადგენს და მისი მიზანია მოსახლეობის დაცვა ინფექციური დაავადებებისაგან. მსოფლიოში იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის (იგპ, EPI) ფარგლებში 20 წლის განმავლობაში ვაქცინაციით ყოველწლიურად თავიდან აცილებულია ბავშვთა სიკვდილის სულცოტა 3 მილიონი შემთხვევა. ამას გარდა, ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვია გადარჩენილი სიბრმავის, ინვალიდობის,გონებრივი ჩამორჩენილობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დარღვევებსაგან.
სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე მსოფლიოში
80–იან წლებში ავადდებოდა:

•წითელათი 25 მლნ ადამიანი, ხოლო კვდებოდა 2,5 მლნ;
•ყივანახველათი – 700 000 ადამიანი;
•ახალშობილთა ტეტანუსით – 1,1 მლნ ადამიანი;
•პოლიომიელიტით ინვალიდდებოდა 500 000 ადამიანი;
დღეს ყოველწლიურად:
•ტეტანუსით ავად ხდება 300 000 – 500 000 ადამიანი, აქედან იღუპება 45%.
•წითელათი მეტი ბავშვი იღუპება ვიდრე საომარი მოქმედებებისას და შიმშილობის შედეგად,
•2001 წელს აღირიცხა 30 მლნ წითელას შემთხვევა და მ.შ. გარდაიცვალა 745 000;
•ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტი ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვი იღუპება პნევმოკოკური და როტავირუსული ინფექციებით
აცრების შედეგად:
•ყვავილი, ლიკვიდირებულია 1978 წელს. ყოველწლიურად მსოფლიოში კვდებოდა 5 მილიონამდე ადამიანი.
•ამერიკის რეგიონში 2002 წელს მოხდა წითელას ლიკვიდაცია ზუსტად 12 წლის განმავლობაში. 1990 წელს ამ რეგიონში დაფიქსირდა წითელას მასშტაბური აფეთქება - დაავადების 250 000-ზე მეტი და გარდაცვალების 10 000-ზე მეტი შემთხვევა;
•წითელას საწინააღმდეგო აცრების შედეგად სიკდილს გადაურჩა 2 მლნ–ზე მეტი ბავშვი, ხოლო დაინვალიდებას 350 000 ბავშვი;
•1988 წლიდან პოლიემიელიტის ინციდენტობა შემცირდა 99%–ით ანუ 350 000 შემთხვევიდან 1352 შემთხვევამდე 2010 წლისათვის; მხოლოდ სამი ქვეყანა (ავღანეთი, ნიგერია და პაკისტანი) რჩება პოლიომიელიტისადმი ენდემურ კერებად, მაშინ როდესაც 1988 წელს მათი რიცხვი შეადგენდა 125-ს;
•2002 წელს ევროპის რეგიონი და მათ შორის საქართველო გამოცხადდა პოლიმიელიტისაგან თავისუფალ ზონად. ქვეყანაში ველური პოლიომიელიტის ვირუსით გამოწვეული ბოლო ადგილობრივი შემთხვევა აღრიცხული იქნა 1992 წელს, ხოლო შემოტანილი შემთხვევა - 2001 წლის ბოლოს.
• ნეონატალური ტეტანუსით გარდაცვალების 790 000 შემთხვევიდან (1988 წელი), შემცირდა 59 000-მდე
იგპ-ს ფარგლებში ვაქცინების უსაფრთხო შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის მომზადდა ჯანდაცვისმიოლიონობით სპეციალისტი, შეიქმნა „ცივი ჯაჭვის“ სისტემა, ვაქცინებით უზრუნველყოფის და მათი ხარისხისკონტროლის გლობალური სისტემა, ასევე დანერგილია ლაბორატორიული და ეპიდზედამხედველობის ქსელი.
რომელი დაავადებების საწინააღმდეგოდ ტარდება აცრები
დროულად ჩატარებული აცრები ვაქცინაციით მართვადი დაავადებების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა.
პროფილაქტიკური აცრები ხელს უწყობს ბავშვის იმუნიტეტის (თავდაცვის უნარის) ჩამოყალიბებას კონკრეტულიდაავადების მიმართ. მშობელმა უნდა იცოდეს რატომ, როდის, სად და რამდენჯერ უნდა აიცრას ბავშვი.
ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად (სშჯსდ მინისტრის ბრძანება #183/ნ 25.06. 2010წ). რუტინული ვაქცინაციის სქემა დამოკიდებულია ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ და პროგრამულ თავისებურებებზე.
სახელმწიფო უზრუნველყოფს 11 ინფექციის - ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურას, წითურას, წითელას, ბ ჰეპატიტის, როტავირუსული ინფექციის და ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ საწინააღმდეგო ვაქცინაციას.2014 წლიდან დაგეგმილია პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვა. ჩამოთვლილი დაავადებების პროფილაქტიკა ხორციელდება 8 ვაქცინის საშუალებით, ესენია: BCG (ტუბერკულოზი), Hep B ( ბ ჰეპატიტი), DPT-HIb-HepB ( დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ, ბ ჰეპატიტი) DT (დიფთერია, ტეტანუსი), Td (ტეტანუსი, დიფთერია), OPV(პოლიომიელიტი), MMR ( წითურა, წითელა, ყბაყურა), და Rota (როტავირუსული ინფექცია);
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალედრის მიხედვით საქართველოში:
BCG აცრა კეთდება დაბადებიდან 0-5 დღის განმავლობაში;
Hep B (მონო) - დაბადებიდან 12 საათის განმავლობაში;
DPT-HIb-HepB - 2.3.4 თვის ასაკში;
OPV - 2, 3, 4, 18 თვის, 5 წლის ასაკში;
ROTA - 2, 3 თვის ასაკში;
MMR - 12 თვის და 5 წლის ასაკში;
DT – 5 წლის ასაკში;
Td - 14 წლის ასაკში და შემდეგ ყოველ 5 წელიწადში 55 წლის ასაკამდე.
იმუნიზაცია სრულყოფილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ:
- 1 წლამდე ასაკში ბავშვს ჩატარებული აქვს 10 აცრა: ბცჟ, ჰეპ ბ(0),
3 (დყტ+ჰეპ ბ+ჰიბ), 3 ოპვ და 2 როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო აცრა;
- 1 წლიდან 2 წლამდე ასაკში 3 აცრა: წწყ, დყტ და ოპვ ;
- 5 წლის ასაკში 3 აცრა: დტ, ოპვ და წწყ;
- 14 წლის ასაკში 1 აცრა – ტდ.
იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტია და აუცილებელია, ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარი –ბავშვს სრულყოფილად და რაც მთავარია, დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი. ამ შემთხვევაში ბავშვი დაცულიიქნება იმ ინფექციური დაავადებებისაგან , რომლის წინააღმდეგაც მას აცრები ჩაუტარდა.
ექიმთან ერთი ვიზიტის დროს რამოდენიმე აცრა ერთდროულად კეთდება, ეს ხელს უწყობს აცრების კურსის დროულად დამთავრებას, რაც თავის მხრივ ზრდის ვაქცინაციის ეფექტურობას.
დაუშვებელია აცრების გადავადება ისეთი ცრუ უკუჩვენებების გამო, როგორიცაა გაციება, ხველა, სურდო, ალერგია,ქრონიკული დაავადებები და ა.შ.
საქართველო განაგრძობს ახალი ვაქცინების დანერგვას ქვეყნის იმუნიზაციის კალენდარში. 2013 წელს დაიწყო იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
2014 წლიდან GAVI-ს მხარდაჭერით იგეგმება პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყება.
იმუნიზაციის უსაფრთხოება
თანამედროვე ვაქცინები უსაფრთხოა, თუმცა ყველას აქვს იმუნიზაციის შემდეგ არასასურველი მოვლენების განვითარებისიშვიათი რისკი.
იმუნიზაციის შემდეგ განვითარებული არასასურველი მოვლენები იმდენად უმნიშვნელოა დაავადებისა და მისგანგამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან შედარებით, რომ ვაქცინაციის აუცილებლობა დაეფექტურობა უდაოა. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის დროულად ჩატარების შემთხვევაში მცირდება აცრის შემდგომი არასასურველი მოვლენების განვითარების რისკი.
აცრის შემდეგ 1-3 დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა მოიმატოს 38.50C-მდე, შეინიშნებოდეს ზოგადი აგზნებადობა, აცრის ადგილის შეწითლება, შეშუპება და მტკივნეულობა. ეს ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა და მის ჯანსაღ იმუნურ სისტემაზე მეტყველებს.
აცრის შემდგომ არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიოორგანიზაციის მიერ რეკომენდებული და სერთიფიცირებული ვაქცინები. აქედან გამომდინარე, ყველა ვაქცინა,მიუხედავად მწარმოებელი ქვეყნისა და/ან კომპანიისა, გამოირჩევა მაღალი ეფექტურობისა და უსაფრთხოებისმაჩვენებლით. თუმცა ვაქცინის ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ვაქცინირებული პირის (რეციპიენტის) ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე სრულყოფილი იმუნიტეტის გამომუშავების თვალსაზრისით. პროგამულივაქცინები უფასოა მომხმარებლისთვის, რადგან ამ ვაქცინის ღირებულებას სრულად ფარავს სახელწიფოიმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში;
ვაქცინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე დიდ გავლენას ახდენს ასევე ვაქცინაციის პროცესის განხორციელების წესების დაცვა, ვაქცინის შენახვისა და ტრანსპორტირების შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა ვაქცინისმოწოდების ყველა ეტაპზე მწარმოებლიდან მიმღებ ორგანიზმამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ აცრები ტარდება ერთჯერადი ავტობლოკირებადი შპრიცების საშუალებით იმუნიზაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ყოველივე ზემოთაღნიშნული, მომსახურების მიწოდების სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორთან ერთად, განაპირობებს ვაქცინაციის პროცესის ეფექტურობას და მის პრაქტიკულ უსაფრთხოებას.
ინფორმაცია საქართველოში წითელას გავრცელების შესახებ შესახებ
2015 წლისათვის ევროპის რეგიონში უნდა განხორციელდეს წითელასა და წითურას ელიმინაცია, რომლის ძირითადი სტრატეგიებია:
- წითელა/წითურას შემცველი ვაქცინით არანაკლებ 95% მოცვის მაჩვენებლის მიღწევა ორივე ასაკობრივ ჯგუფში ნაციონალურ და სუბნაციონალურ/რაიონულ დონეებზე გეგმიური იმუნიზაციის საშუალებით;
- აუცრელი ან არასრულად ვაქცინირებულთათვის იმუნიზაციის შესაძლებლობის მიცემა გეგმიური ან იმუნიზაციის დამატებითი ღონისძიებების მეშვეობით;
- ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის გაძლიერება წითელა/წითურას ყველა შემთხვევის აღმოჩენის და დადასტურების მიზნით;
ევროპის რეგიონში წითელას ელიმინაციის ფარგლებში, 2008 წელს საქართველოში ჩატარდა იმუნიზაციის მასობრივი კამპანია. წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინის 1 დოზით აცრას ექვემდებარებოდა 6 -27 წლის ასაკის მილიონამდე ადამიანი. კამპანიის მოცვის მაჩვენებელმა ქვეყნის მასშტაბით შეადგინა 50,48%, ხოლო ქალაქ თბილისში აიცრა მხოლოდკონტინგენტის 16% . ერთერთი ძირითადი ფაქტორი, რამაც განაპირობა საზოგადოების უნდობლობა აცრის მიმართ,იყო სატელევიზიო მედიის დაუზუსტებელი ინფორმაცია და არაკორექტული გამოსვლა კამპანიის მიმდინარეობისპერიოდში.
აცრების კალენდრის მიხედვით, 2004 წლიდან წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია წარმოებს 1 და 5 წლის ასაკში წითელა-წითურა-ყბაყურის (წწყ) ვაქცინით. გარდა ამისა, 2004-2007 წლებში ჩატარდა მცირე კამპანიური ხასიათის აცრები წწყ ვაქცინით 13-14 წლის ასაკის მოზარდებში და ამის ძირითადი მიზეზი გახდა, ის რომ 1991-1994 წწ საერთოდ მოშლილი იყო გეგმიური ვაქცინაციის პროცესი.

2004-2005 წლებში დაფიქსირდა წითელას დიდი ეპიდაფეთქება საქართველოში - 8 391 შემთხვევა, რომელთაგან 9 შემთხვევა დასრულდა ლეტალურად.

ბოლო წლებში, დაგროვდა რუტინულად (გეგმიურად) არასრულყოფილად ვაქცინაცირებულთა საკმაოდ დიდიკოჰორტა (დაახლოებით 40 000), რომლის 32% დედაქალაქის მოსახლეობაზე მოდის. 2009 წელს ჩატარებულისეროლოგიური კვლევის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, არაიმუნურია 10-40 წლის ასაკის დაახლოებით300 000 ადამიანი. ასევე დაბალი იყო რუტინული ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელი 2012 წლისათვის. ყოველივე ამან განაპირობა 2013-2014 წლებში წითელას მიმართ ეპიდსიტუაციის გამწვავება.

2013 წელს წითელას შემთხვევების უჩვეულო მატება დაიწყო თებერვალში (59 შემთხვევა) და მაქსიმალურ რაოდენობას მიაღწია მაისში (2410 შემთხვევა). გატარებული პრევენციული ღონისძიებებიდან (როგორც ეპიდზედამხედველობის, ასევე იმუნიზაციის მიმართულებით) და ინფექციის სეზონურობიდან გამომდინარე, ქვეყანაში ივნისიდან აღინიშნა დაავადების შემთხვევების კლების ტენდენცია, მაგრამ 2013 წლის დეკემბრიდან ისევ დაფიქსირდა დაავადების შემთხვევებისმატება და 2014 წლის იანვრიდან დღემდე 1178 (ინციდენტობა-26,3) შემთხვევა არის აღრიცხული. 2013 წელს დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.

ისევე როგორც 2013 წელს, 2014 წელშიც დაავადების შემთხვევები აღირიცხა თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. შემთხვევების რაოდენობა ისევ და ისევ ყველაზე მაღალია 20-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში (346 შემთხვევა, 29,4%), ხოლოინციდენტობა ყვლაზე მაღალია 0-1 წლის ასაკობრივ ჯგუფში (138 შემთხვევა, ინციდენტობა - 244,7). მიმდინარე წელსჰოსპიტალიზირებულია 493 (41,8%) დაავადებული. ლაბორატორიულად დადასტურდა დაავადების 264 (22,4%)შემთხვევა.

რაც შეეხება შემთხვევების რაოდენობას და შესაბამისად ინციდენტობას რეგიონულ ჭრილში, დღეისათვის არსებული მონაცემებით, ყველაზე მაღალი ავადობით გამოიჩევა
- თბილისი (499 შემთხვევა; ინციდენტობა - 42,6);
- სამეგრელო (157 შემთხვევა; ინციდენტობა - 32,9)
- შიდა ქართლი (143 შემთხვევა; ინციდენტობა - 45,6).
დღეისათვის სულ (2013-2014წწ) ქვეყანაში აღრიცხული არის წითელას 8 733 შემთხვევა, ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე - 194,8.
ქ. თბილისში დაფიქსირდა წითელას 4 074 შემთხვევა, ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე- 347,8.
არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელია იმ პრევენციული ღონისძიებების უფრო სწრაფად, ზუსტად და მიზანმიმართულად გატარება, რომელიც ქვეყნის მაშტაბით არის დაგეგმილი საქართველოს მთავრობის განკარგულებებით,,წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ .
ქვეყანაში დავადების შემდგომი გავრცელების შეჩერებისა და წითელას ელიმინაციის მიზნით სავალდებულოა იმუნიზაციისა და ეპიდზედამხედველობის სისტემის განსაზღვრულ რეჟიმში მუშაობა: ორი დოზით ვაქცინაციის 95%-იანი მოცვა და დაავადების თითოეულ შემთხვევაზე ზედამხედველობის დამყარება, ლაბორატორიული გამოკვლევის ჩათვლით.
2013 წლის ნოემბერ - დეკემბრის თვეებში - წითელას საწინააღმდეგო კამპანიის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა დამხმარე ზედამხედველობის ღონისძიებები, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი წითელას საწინააღმდეგო აცრებით მოცვის მაჩვენებლის ზრდას, თუმცა მოცვის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია (74%) დასახულ მიზანთან შერდარებით (95%). როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2014 წლის დასაწყისიდან დღემდე კვლავ შეინიშნება წითელას შემთხვევბის მატება, რადგან დაბალია მოსახლეობის, და მათ შორის სამედიცინო პერსონალის, მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინაციისათვის. ასევე ნაკლებია ინტერესი სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელების მხრიდან წითელას დამატებითი ვაქცინაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით. მაშინ როდესაც ზუსტადამ სფეროს წარმომადგენლებს შეუძლიან მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ბავშვთა რუტინული იმუნიზაციის წარმატებით განხორციელების პროცესში.

უნდა გვახსოვდეს რომ:

• წითელა ჰაეროვანი გზით გადამდები ვირუსული დაავადებაა, ამიტომ დაინფიცირების რისკი განსაკუთრებითმაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (საბავშვო ბაღები, სკოლები, დაწესებულებები)!
• წითელას ვირუსი იწვევს ცხელებას, კანსა და ლოყის ლორწოვანზე დამახასიათებელ გამონაყარს. იგი ხშირადრთულდება ყურის, ფილტვების და თავის ტვინის ანთებით. მძიმე გართულებებიდან ყოველი მე-4-5 შემთხვევამთავრდება სიკვდილით!
• ამჯამად მიმდინარეობს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება წითელას გავრცელების შეჩერების მიზნით: 1-14 წლის ასაკის არასრულად იმუნიზებულ პირთა, სამედიცინო პერსონალის და კონტაქტების ერთჯერადი უფასო ვაქცინაცია!
• მშობლებო, აიცერით და აცერით თქვენი შვილები, რათა ერთად შევაჩეროთ წითელა!