საინტერესო ფაქტები

ევროპა

  • XIII-XIX სს–ში ყოველი მეშვიდე მაცხოვრებელი იღუპებოდა ჭლექით - 2-ჯერ მეტი, ვიდრე იმდროინდელ ომებში;
  • ფეოდალურ ეპოქაში მოსახლეობის სიცოცხილის საშუალო ხანგრძლივობა ინფექციური დაავადებების გამო მხოლოდ 30 წელს შეადგენდა;
  • შუა საუკუნეებში ყოველწლიურად ყვავილით ავად ხდებოდა 12 მლნ ადამიანი, იღუპებოდა 1,5 მლნ

 

აშშ

  • 1955-61 წწ–ში პოლიომიელიტით იავადა 154 000 ადამიანმა, მათგან: 12 500 გადრაიცვალა, 35 400–მა მიიღო განუკურნებელი დამბლები, 59 100–მა საშუალო, ხოლო 32 700–მა ინვალიდობის მსუბუქი ხარისხი. აქედან გამომდინარე, ეროვნული შემოსავლის ჯამურმა დანაკარგმა 6,4 მილიადი დოლარი შეადგინა. ამას უნდა დაემატოს ავადყოფთა მკურნალობისა და ინვალიდების შენახვის 300 მილიონი დოლარი ხარჯი. სულ 6,7 მილიარდი დოლარი.

მეორეს მხრივ, ვაქცინაციის ხარჯმა, ვაქცინის ღირებულების, ექიმთა ხელფასებისა და სხვ., ჩათვლით შეადგინა 0,65 მილიარდი, ასე რომ, 6 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 6 მილიარდი დოლარის ეკონომია გასწია.

ამგვარად, პროფილაქტიკას ეროვნულ ბიუჯეტში შეაქვს არანაკლები წვლილი, ვიდრე სახელმწიფოს ნებისმიერ სხვა დარგს.

 

რუსეთში

  • 1823-1910 წწ პერიოდში დათვლილია 44 ქოლერის წელიწადი;
  • მხოლოდ 1892-93 წწ–ში ქოლერით დაავადდა 700 000, რომელთაგან ნახევარი დაიღუპა (განსაკუთრებით მაღალი იყო მათში ბავშვთა წილი);
  • XIX და XX  საუკუნეების მიჯნაზე ბავშვთა ძირითადი დაავადებებით (ყივანახველა, დიფთერია, ქუნთრუშა) ყოველწლიურად კვდებოდა 250 000 – 500 000 ბავშვი;
  • 1913 წელს წლიურად საშუალოდ 10 მილიონი ინფექციური დაავადების შემთხვევა იყო; ამას გარდა,
  • აღირიცხდებოდა მალარიით დაავადებული 10 მლნ ადამიანი; ხოლო
  • ტუბერკულოზით მოსახლეობის 20% ავადდებოდა (ანუ რუსეთის ყოველი მეხუთე ადამიანი). გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 33 წელი იყო;
  • 1913 წელს ყოველი მეექსე დაბადებული ვერ აღწევდა 1 წლამდე ასაკს;

 

 

სსრკ

  • ვაქცინაციის შედეგად 1961 პოლიომიელიტით ავადობა 22 000–დან 4 000–მდე შემცირდა. საშუალოდ 20 000 ბავშვი იქნა გადარჩენილი ინვალიდობასა და სიკვდილს;
  • 1955 წ–ს დიფთერიის საწინააღმდეგო ვაქცინაციით თავიდან იქნა აცილებული მინიმუმ 2,5 მლნ დაავადებული და 30 000 გარდაცვალება;

 

მსოფლიოში

  • იმუნიზაციის დამსახურებით 1955 წელთან შედარებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1998 წლითვის 18 წლით გაიზარდა (48-დან 66-მდე), ჩვილთა სიკვდილობის მაჩვენებელი კი 79-ით შემცირდა (148-დან 69-მდე).
  • ვაქცინაციის დაწყებამდე, მთლიანობაში,  ყვავილისგან იღუპებოდა დედამიწის მოსახლეობის 10%. ეპიდემიიის დროს იღუპებოდა პრაქტიკულად ყოველი მეორე, ხოლო გადარჩენილთა შორის მრავალი ბრმავდებოდა და ბოლო დღემდე დამახინჯებული რჩებოდა.
  • ყვავილის მუდმივი კერები მდებარეობდა აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, საიდანაც ყოველ 5-10 წელიწადში იწყებოდა ეპიდემიები, რომლებიც, როგორც ხანძარი ვრცელდებოდა ევროპაში.
  • ასე მაგ., 1707 წ–ს ისლანდიაში 57 000 მოსახლიდადან ყვავილის ეპიდემიის შემდეგ გადარჩა მხოლოდ 17 000.
  • ხოლო ამერიკის პატარა ქალაქ ისტჰემში 1331 ადამიანიდან დაიღუპა 1327.
  • 2001 წელს აღირიცხა 30 მლნ წითელას შემთხვევა და მ.შ. გარდაიცვალა 745 000;

80–იან წლებში ავადდებოდა:

  • წითელათი 25 მლნ ადამიანი, ხოლო კვდებოდა 2,5 მლნ;
  • ყივანახველათი  – 700 000 ადამიანი;
  • ახალშობილთა ტეტანუსით – 1,1 მლნ ადამიანი;
  • პოლიომიელიტით ინვალიდდებოდა 500 000 ადამიანი;

 

 დღეს ყოველწლიურად:

  • ტეტანუსით ავად ხდება 300 000 – 500 000 ადამიანი, იღუპება 45%.
  • წითელათი მეტი ბავშვი იღუპება ვიდრე საომარი მოქმედებებისას და შიმშილობის შედეგად,
  • აცრების შედეგად სიკდილს გადარჩება 2 მლნ–ზე მეტი ბავშვი, ხოლო დაინვალიდებას 350 000 ბავშვი;

 

 

ინფექციური დაავადებებით გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების არასრული  სია

  1. პრინცესა ალისა (დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას ქალიშვილი) თავის ქალიშვილთან, პრინცესა მარიასთან, ერთად გარდაიცვალა დიფთერიით.
  2. იმპერატრიცა ჟოზეფინა ბოგარნე (ნაპოლეონ ბონაპარტის მეუღლე) გარდაიცვალა დიფთერიით;
  3. გერმანიის იმპერატრიცა და ავსტრიის დედოფალი ავგუსტა გარდაიცვალა გიპისგან;
  4. დიდი ბრიტანეთის პრინცი ალბერ ვიქტორი (დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილი, ტახტის მემკვიდრე, ჯეკ მფატრავის ერთერთი კანდიდატურა) გარდაიცვალა გრიპისგან;
  5. გიიომ აპოლინერი გარდაიცვალა გრიპისგან „ისპანკის“ ეპიდემიის დროს;
  6. ელენე ბლავატსკაია გარდაიცვალა გრიპისგან;
  7. სოფიო კოვალევსკაია გარდაიცვალა გრიპისგან;
  8. ედმონ როსტანი გარდაიცვალა გრიპისგან „ისპანკის“ ეპიდემიის დროს;
  9. ვერა ხოლოდნაია გარდაიცვალა გრიპისგან „ისპანკის“ ეპიდემიის დროს;
  10. ემა ჰამილტონი გარდაიცვალა დიზენტერიით;
  11. ფრენსის დრეიკი გარდაიცვალა დიზენტერიით;
  12. ერნან კორტესი გარდაიცვალა დიზენტერიით;
  13. ინგლისის მეფე ედუარდ I გრძელფეხა გარდაიცვალა დიზენტერიით;
  14. ჟან ამუსა გარდაიცვალა დიფთერიით;
  15. მარია ადელაიდა სავოელი (ლუდოვიკო XV-ის დედა) თავის მეუღლეთან ლუდოვიკთან და ვაჟიშვილ ლუდოვიკო II-სთან ერთად გარდაიცვალა წითელათი;
  16. ლუდოვიკ II ჰოლანდიელი (ნაპოლეონ ბონაპარტის ძმისშვილი) გარდაიცვალა წითელათი;
  17. რუსეთის იმპერატორ პეტრე III-ის ქალიშვილი ანა გარდაიცვალა ყვავილისგან;
  18. ეკატერინე მედიჩი გარდაიცვალა ყვავილისგან;
  19. ვერა კომისარჟევსკაია გარდაიცვალა ყვავილისგან;
  20. ლუდოვიკო XV გარდაიცვალა ყვავილით;
  21. რუსეთის იმპერატორი პეტრე II გარდაიცვავა ყვავილისგან
  22. იოჰან შტრაუსი (მამა) გარდაიცვალა ქუნთრუშისგან;
  23. ჯორჯონე გარდაიცვალა შავი ჭირისგან;
  24. იან ჟიჟკა გარდაიცვალა შავი ჭირისგან;
  25. მარკუს ავრელიუსი გარდაიცვალა შავი ჭირისგან;
  26. პიეტრო პერუჯინო გარდაიცვალა შავი ჭირისგან
  27. ანდრეი რუბლიოვი გარდაიცვალა შავი ჭირისგან;
  28. ტიციანი გარდაიცვალა შავი ჭირისგან;
  29. გიორგი ბრწყინვალე გარდაიცვალა შავი ჭირისგან;
  30. საქართველოს პატრიარქი ლეონიდე გარდაიცვალა ქოლერისგან ეპიდემიის დროს;
  31. ნინო ჭავჭავაძე გარდაიცვალა ქოლერისგან ეპიდემიის დროს;
  32. პეტრე ჩაიკოვსკი გარდაიცვალა ქოლერისგან;
  33. ეკატერინე სვანიძე გარდაიცვალა მუცლის ტიფისაგან;
  34. ფრანც შუბერტი გარდაიცვალა მუცლის ტიფისგან
  35. ოსიპ მანდელშამი გარდაიცვალა  ტიფისგან;
  36. ნიკოლოზ ბარათაშვილი გარდაიცვალა მალარიისაგან;
  37. დანტე ალიგიერი გარდაიცვალა მალარიისაგან;
  38. ოლივერ კრომველი გარდაიცვალა მალარიისადან;
  39. ტუტანხამონი გარდაიცვალა მალარიისაგან;
  40. ოცეოლა გარდაიცვალა მალარიისაგან;
  41. ჯეიმზ კერვუდი გარდაიცვალა სეფსისიგან;
  42. გუსტავ მალერი გარდაიცვალა სეფსისიგან;
  43. ნაპოლეონ III გარდაიცვალა სეფსისისაგან;
  44. ალექსანდრე სკრიაბინი გარდაიცვალა სეფსისისაგან;
  45. ბოლდუინი გარდაიცვალა კეთრისაგან;
  46. კიტა აბაშიძე გარდაიცვალა ტუბერკულოზიგან;
  47. სიმონ ბოლივარი გარდაიცვალა ტუბერკულოზისაგან;
  48. ლუი ბრაილი გარდაიცვალა ტუბერკულოზისაგან;
  49. შარლოტა, ემილი და ენ ბრონტეები გარდაიცვალნენ ტუბერკულოზისაგან;
  50. კარლ ვებერი გარდაიცვალა ტუბერკულოზისაგან;
  51. ლადო ასათიანი გარდაიცვალა ტუბერკულოზისაგან;
  52. ნიკოლოზ დობროლიუბოვი გარდაიცვალა ტუბერკულოზისაგან;
  53. ფრანც კაფკა გარდაიცვალა ტუბერკულოზისაგან;
  54. პოლ გოგენი გარდაიცვალა სიფილისისგან;
  55. ჟიულ დე გონკური გარდაიცვალა სიფილისისგან;
  56. ალფონს დოდე გარდაიცვალა სიფილისისგან;
  57. გი დე მოპასანი გარდაიცვალა სიფილისისგან;