ხშირად დასმული კითხვები

1. როდის დაიწყო და რითი აცრები?

1. რა ვაქცინებით ტარდება აცრები?

ჩამოთვლილი დაავადევბების პროფილაქტიკა ტარდება 6 ვაქცინის საშუალებით, ესენია: BCG, Hep B (მონო), DPT-HIb-HepB, DPT, DT, Td, OPV, MMR; ბავშვობის ასაკში ადამიანს უტარდება 15-ჯერ აცრა: ბცჟ -1, ჰბ - 1, დპტჰბჰიბ- 3, ოპვ - 5, დპტ-1, წწყ -2, დტ - 1, ტდ-1; (2 წლამდე ასაკში - 11. 6 წლამდე ასაკში - 14)


2. რატომ უნდა ავცრათ ჩვენი ბავშვი?
ზოგჯერ ჩვენ აღელვებული ვართ მედიაში გამოჩენილი ინფორმაციით. თავდაპირველად ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ვაქცინების წყალობით გარკვეული დაავადებები მოსპობილია, მაგრამ აგრეთვე გვაფრთხილებენ ჩვენი შვილების იმუნიზების თაობაზე.

დაავადებები შემცირდა ვაქცინაციის შედეგად!

მართლაც გარკვეული დაავადებები (მაგ., პოლიო, დიფთერია) ძალზე შემცირდა. რათქმა უნდა, ისინი საგრძნობლად შემცირდა, რადგან ჩვენ აცრილნი ვართ მათ საწინააღმდეგოდ. მაგრამ, ჯერ კიდევ არსებობენ კითხვები აცრების მნიშვნელობის და მათი გაგრძელების შესახებ.

ეს ძალზე ჰგავს წყლის ამოხაფვას მჟონავი ნავიდან. როდესაც ჩვენ დავიწყეთ წყლის ამოხაფვა ნავი წყლით იყო სავსე. ახლა ნავი მშრალია, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია გადავაგდოთ ჭურჭელი და მოვეშვათ? მაგრამ ჟონვა არ არის შეწყვეტილი და წყალი სწრაფადვე შეიძლემა დაბრუნდეს იმავე დონემდე, იმუნიზაცია უნდა შენარჩუნდეს დაავადების ელიმინაციამდე.

ვიდრე ჩვენ არ შევაჩერებთ ”ჟონვას” მნიშვნელოვანია იმუნიზაციის გაგრძელება. დღეს დავადების შემთხვევების მცირე რაოდენობისასაც კი, თუ შეჩერდება ვაქცინაციით მიღებული დამცველობა, სულ მეტი და მეტი ადამიანი დაინფიცირდება და დაავადება გავრცელდება სხვებზეც. მალევე ჩვენ შემოვბრუნდებით იმ პროგრესისგან, რომელსაც მივაღწიეთ წლების განმავლობაში.

იაპონიამ შეამცირა ვაქცინაცია და ეპიდემიაც განვითარდა.
1974 წელს იაპონიას ჰქონდა ყივანახველას ვაქცინაციის წარმატებული პროგრამა, ბავშვთა 80%-იანი მოცვით. ამ წელს მთელ ქვეყანაში ყივანახველას მხოლოდ 393 შემთხვევა და არცერთი გარადაცვალება არ აღირიცხა, მაგრამ შემდეგ გვრცელდა ჭორები, რომ ყივანახველას აცრები უკვე აღარ იყო საჭირო და რომ ვაცქინა არ იყო უსართხო, და 1976 წლისთვის ბავშვთა მხოლო 10% –მა მიიღო ვაქცინა. 1979 წელს იაპონია მოიცვა ყივანახველს დიდმა ეპიდემიამ 13 000 შემთხვევით და 41 გარდაცვალებით. 1981 წელს მთავრობამ დაიწყო ყივანახვლას აცელულარული ვაქცინით აცრები და დაავადება კვლავ კლებისკენ დაეშვა.

ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b (Hib) -ის საწინააღმდეგო კონიუგირებული ვაქცინის დანერგვის შემდეგ ქვეყნებში ავადობა 98%–ით კლებულობს.