სტაბილური იმუნოდიაგნოსტიკის შექმნა (განვითარება)

პროექტის დასახელება: სტაბილური იმუნოდიაგნოსტიკის შექმნა (განვითარება)”, GG-23, CBR/DTRA; პროექტის განხორციელების ვადები: 16.05.2014 – 01.01.2016. $149 390.

პროექტის ანოტაცია

ა). მიზანი: მოცემული პროექტი ინიციაციას უკეთებს საქართველოს მდგრადი იმუნოდიაგნოსტიკის საშუალებების შემუშავების პროგრამას, რომელიც გამოყენებული იქნება ინფექციური დაავადებების გამომწვევთა (მათ შორის განსაკუთრებით საშიშ პათოგენთა – ტულარემია, ბრუცელოზი) დროული აღმოჩენისათვის.

ბ). განხორციელების გზები: აღნიშნული პროექტი ორიენტირებული იქნება თავდაპირველად ბრუცელოზისა და ტულარემიის აღმოჩენაზე, რომლებიც საქართველოში ენდემურია. განხორ-ციელ¬დე¬ბა აგრეთვე კომპლექსური სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს ანტისხეულების წარმოებისა¬თვის გამოყენებული ანტიგენების შექმნას და იმუნოდიაგნოსტიკუმების მომზადებას, ტესტირებას და ანალიზების ვალიდაციას;

გ). მოსალოდნელი შედეგები: პროექტი მოახდენს დკეც-ის (NCDC) უნარების დივერსიფიკაციას. საბოლოოდ, ჩამოყალიბდება მდგრადი პროგრამა, რომელიც მომავალში შესაძლებელს გახდის დაკ¬მა¬ყოფილებულ იქნას ქვეყნის საჭიროე¬ბე¬ბი ინფექციური დაავადებების გამომწვევთა დიაგნოსტი¬კი¬სა და აღმოჩენის კუთხით; გარდა ამისა, მოცემული პროექტი სავარაუდოდ კომერცია¬ლი¬ზა¬ცი¬ის თვალსაზრისით სასარგებლო იქნება, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე რეგიონისთვის.