ყველა ფორმის ტუბერკულოზის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის პროგრამა

პროგრამის დასახელება:   „ყველა ფორმის ტუბერკულოზის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის პროგრამა“, გლობალური ფონდი; პროექტის განხორციელების ვადები: 01.04.2014 – 31.06.2016.

 პროგრამის ანოტაცია

 ). მიზანი:  

ქვეყანაში ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილიანობის და ავადობის ტვირთის შემცირება;

). განხორციელების გზები:

პროგრამა შესაბამისობაშია 2013-2015 წლების ტუბერკულოზის ეროვნულ სტრატეგიასთან და მიმართულია საქართველოს წინაშე არსებული ისეთი ძირითადი პრობლემების დაძლევისაკენ, როგორიცაა წამლისადმი რეზისტენტობა და მკურნალობაზე პაციენ¬ტე¬ბის დამყოლობის გაუმჯობესება, ტუბერკულოზის და განსაკუთრებით რეზისტენტული ტუბერ¬კუ¬ლოზის დიაგნოსტირების სრულყოფა და ეროვნული პროგრამის მართვის, კოორდინაციის, მონიტორინგის და შეფასების გაძლიერება როგორც  სამოქალაქო, ასევე პენიტენციურ სისტემაში;  

). მოსალოდნელი შედეგები:

• ტუბერკულოზზე ეჭვის ყველა შემთხვევაში  პაციენტები უზრუნველყოფილ იქნებიან საჭირო გამოკვლებითა და დიაგნოსტიკური საშუალებებით;

•  ტუბერკულოზით დაავადებული ყველა პაციენტი, მათ შორის ტუბერკულოზის რეზისტენ¬ტული ფორმის მქონე პირები, უზრუნველყოფილნი იქნებიან ხარისხიანი მედიკამენტებით;

•  გაუმჯობესდება წარმატებული მკურნალობის მაჩვენებელი, ხანგრძლივვადიან მკურნალო¬ბაზე პაციენტთა დამყოლობის ფულადი წახალისებით გაუმჯობესების გზით;

•  გაძლიერდება ტუბერკულოზის კონტროლის ნაციონალური პროგრამის მართვის, კოორდი¬ნა¬ციის, მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები.