შეხვედრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებთან 06-07.2015

2015 წლის 6-7 თებერვალს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ორგანიზებით იმერეთის სამმართველოსა (06.02) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის სსიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში (07.02), გაიმართა სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრა აჭარის ა/რ, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთის, გურიისა და ფოთის რეგიონული განყოფილებების და  დასახელებულ რეგიონებში შემავალი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებთან.

შეხვედრაში, რომელსაც უძღვებოდნენ  რეგიონული მართვის  დეპრატამენტის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე,  მონაწილეობა მიიღეს რეგიონული  მართვის  დეპარტამენტის  სამსახურების 57 წარმომადგენელმა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა :

  1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის  2015 წლის 30 იანვრის N01-27/ო ბრძანების წარდგენა.
  2. ბრძანებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების  დაგეგმვა და აღსრულების მეთოდოლოგიის განხილვა. 
  3. ბრძანების დანართების მიხედვით კვლევის კითხვარის  შევსების წესის განხილვა.
  4. “C”  ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფოს სტრატეგიის ძირითად მიმართულებებს  და საზ. ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრების როლის  განსაზღვრა სახელმწიფო პოლიტიკის ამ მიმართულებით  განხორციელების ხელშეწყობაში.

მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია თანამედროვე ეტაპზე ინფექციურ დაავადებათა გავრცელებისა და მათი კონტროლის ღონისძიებების, საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებში (სილამაზის, ტატუირიების, პირსინგის, აკუპუნქტურის სალონები/კაბინეტები) ფუნქციონირების შესაძლო რისკ-ფაქტორების შესახებ, განიმარტა საკანონმდებლო, ნორმატიული საფუძვლები, რომელთა შესაბამისადაც მოხდა აღნიშნული ბრძანების შემუშავება. განხორციელდა დანართების (N: 1,2,3,4) დეტალური განხილვა.

დისკუსიურ რეჟიმში პასუხი გაეცა მონაწილეთა მხრიდან დასმული თითოეულ შეკითხვას შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.

განისაზღვრა ბრძანებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების და რეგიონულ სამმართველო/განყოფილებებისათვის წარდგენის ოპტიმალური  ვადები.

შეხვედრაზე პასუხი გაეცა სხვა ორგანიზაციულ და ტაქტიკური ხასიათის შეკითხვებს.