თამბაქო: არაჯანსაღი ტენდენციის დასასრული

ვერა ლუიზა და კოსტა ე სილვა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ხელმძღვანელი 

კომენტარი
3 თებერვალი 2015

არც ისე შორეულ წარსულში იყო დრო, როდესაც მოწევა მოდაში იყო.

ტელევიზიები, ბილბორდები მოცული იყო მოწევის გამაღმერთებელი რეკლამებით. კონცერტები და სპორტული ღონისძიებები თამბაქოს ინდუსტრიისთვის უფასო ნაწარმის და ბრენდირებული აქსესუარების დასარიგებელი საშუალება იყო.

ყველა, დაწყებული თქვევნი მამიდან და დამთავრებული ექიმით, ეწეოდა - მანქანაში, რესტორანში, სახლში და საავადმყოფოშიც კი.

ეს იყო 1980-იანი წლები. ზუსტად მაშინ დავიწყე ფლტვის კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობა ბრაზილიის საავადმყოფოში და პირადად დავინახე მოწევის ზემოქმედება ჯანმრთელობაზე. საავადმყოფოში 6 წლიანი მუშაობის განმავლობაში ბევრი პაციენტი ვნახე, ვინც სიცოცხლეს გამოემშვიდობა, ხშირად დიაგნოზის დასმიდან 2 წელიწადშიც კი.

დედაჩემიც კიბომ შეიწირა. რამოდენიმე წელიწადში მამაჩემიც ამავე დაავადებით დაიღუპა. ორივე მათგანი იყო თამმბაქოს მავნე ზემოქმედების ქვეშ. მამაჩემი მწეველი იყო, ხოლო დედაჩემი წლების განმავლობაში სუნთქავდა თამბაქოს მეორად კვამლს.

შედეგად დავინახე კიბოს პრვეენციის საჭიროება მის ყველაზე დიდ რისკ ფაქტორზე, თამბაქოზე  კონკრეტული დამიზნებით.

 

პრევენციის საჭიროება

კიბოს მსლოფიო დღე არის დღე როდესაც უნდა გავიხსენოთ, რომ თამბაქო კიბოს გამომწვევი ერთადერთი უდიდესი მიზეზია მთელს მსოლფიოში და ის თავიდან აცილებადი სიკვდილის  წამყვანი მიზეზია. ყოველწლურად 8.2 მილიონი ადამიანი იღუპება კიბოთი. აქედან სულ ცოტა 1.6 მილიონი ანუ 20% გამოწვეულია თამბაქოთი. წელს დაიღუპება 6 მილიონზე მეტი ადამიანი თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ფილტვის ქრონიკული დაავადებების და კიბოს ჩათვლით.

 

თამბაქოს კონტროლის 10 წლისთავის აღნიშვნა

მიმდინარე თვის ბოლოს ჩვენ ვიზეიმებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის 10 წლისთავს - ეს არის პირველი მთავრობათაშორისი ხელშეკრულება, რომელიც შექმნილია მსოფლიოში თამბაქოს კონტროლის კუთხით არსებული სიტუაციის დრამატულად შეცვლის მიზნით. იგი ძალაში შევიდა 2005 წელს, ჩარჩო კონვენციაში თავმოყრილია უნივერსალური სტანდარტები რომლებიც თამბაქოს მოხმარების საფრთხეებს და მისი მოხმარების შეზღუდვებს ეხება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

10 წელიწადში ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია ყველაზე ფართოდ გავრცელებული ხელშეკრულება გახდა გაერთიანებული ერების ისტორიაში. მისი 180 წევრი მსოფლიო მოსახლეობის 90%-ს შეადგენს.

დღეისათვის, ქვეყნების 80%-მა რომელთაც რატიფიცირებული აქვთ ჩარჩო კონვენცია, მიიღეს ახალი ან გააძლიერეს არსებული თამბაქოს კონტროლის ეროვნული კანონმდებლობა. სიგარეტის კოლოფის საშუალო ფასი თითქმის 150%-ით გაიზარდა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში და ბევრ ქვეყანაში სავალდებულოა გრაფიკული სამედიცინო გაფრთხილებების დატანა სიგარეტის კოლოფის ზედაპირის 75-85%-ზე.

კონვენციის წევრ 48 ქვეყანაში დანერგილია თამბაქოს მოხმარების სრული აკრძალვა სამუშაო ადგილებზე, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რაც 2005 წლიდან თითქმის 10-ჯერ გაიზარდა.  უკვე დაიწყო თამბაქოს მოხმარების აკრძალვა ისეთ ღია სივრცეებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი პარკები და სანაპიროები. ბევრი ქვეყანაა, რომლებმაც დაისახეს მაღალი მიზანი, გახდნენ თამბაქოსგან თავისუფალი ან 5%-ზე ქვევით დაწიონ თამბაქოს მოხმარების დონე.

 

თამბაქოსგან თავისუფალი საზოგადოება

მსოფლიო განსხავებულად გამოიყურება, იმასთან შედარებით როდესაც მე ონკოლოგიურ საავადმყოფოში ვმუშაობდი 80იან წლებში.

მოწევა აღარ არის სოციალურად მიღებული ქცევა და ის აკრძალულია ბევრ ადგილას. თამბაქოს მოხმარების საფრთხის შესახებ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინფორმაცია ფართოდ ხელმისაწვდომია. ქვეყნები ერთმანეთის გვერდოთ დგანან თამბაქოს ინდუსტრიის ხრიკების წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა დაიცვან საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა.

ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია კოორდინირებულ მრავალსექტორულ ეროვნულ და საერთაშორისო ღონისძიებებს თამბაქოს კონტროლის სფეროში ამ რისკ ფაქტორის დენორმალიზება და ჯანმრთელობის დღის წესრიგის წინა პლანზე გადატანა. კონვენცია იმის დემონსტრაციაა, რომ ჯანმრთელობას ნამდვილად შეუძლია დაარწმუნოს სხვა სექტორები გადადგან ნაბიჯები, გადასახადების, გრაფიკული სამედიცინო გამოსახულებების, კანონმდებლობის და მარკეტინგული აკრძალვების გზით, რათა გადაარჩინონ სიცოხლეები.

თუმცა, თამბაქოს საწინააღმდეგო ომი ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით 2030 წლისთვის 8 მილიონი ადამიანის დაღუპვას წელიწადში, იმიტომ რომ ისინი ეწეოდნენ თამბაქოს ან იმყოფებოდნენ თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედების ქვეშ. ალტერნატიული პროდუქტების გამოყენება, როგორიცაა ჩილიმი, უკვამლო თამბაქო და ელექტრონული სიგარეტი უფრო და უფრი პოპულარული ხდება და საჭიროა თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გატარებით ამ პრობლემის მოგვარებაც. გლობალურად ყოველ 10 მოხმარებულ სიგარეტში 1 თამბაქოს უკანონო ვაჭრობის გზითაა მოპოვებული.

ამ ყველაფრის თავიდან აცილებისთვის, ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ თამბაქოს ინდუსტრიის წინააღმდეგ. თამბაქოს ინდუსტრიები ათობით მილიარდ დოლარს დახარჯავენ ყოველწლიურად თამბაქოს ნაწარმის რეკლამაზე, სპონსორობასა და პოპულარიზაციაზე. ისინი მუდმივად გამოწვევების წინაშე აყენებენ მთავრობების მიერ დანერგილ მარეგულირებელ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია დაიცვან ჩვენი შვილები და შვილიშვილები მათ ნაწარმზე დამოკიდებულებისაგან.

თამბაქოს მიზეზით გამოწვეული კიბოთი სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელია. თამბაქოთი გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის შემცირება შესაძლებია. „კიბოს მსლოფიო დღეს, კიდევ ერთხელ უნდა დავდოთ პირობა, რომ კიდევ უფრო შევამცირებთ თამბაქოს მოხმარებას რათა თამბაქოსგან თავისუფალი სამყარო იქცეს რეალობად.