იმუნიზაციის უსაფრთხოება

თანამედროვე ვაქცინები უსაფრთხოა, თუმცა ყველას აქვს იმუნიზაციის შემდეგ არასასურველი მოვლენების განვითარების იშვიათი რისკი.

იმუნიზაციის შემდეგ განვითარებული არასასურველი მოვლენები იმდენადუმნიშვნელოა დაავადებისა და მისგან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობისგაუარესებასთან შედარებით, რომ ვაქცინაციის აუცილებლობა და ეფექტურობაუდაოა. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის დროულად ჩატარების შემთხვევაში მცირდება აცრის შემდგომი არასასურველი მოვლენების განვითარების რისკი.

აცრის შემდეგ 1-3 დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა მოიმატოს 38.50C-მდე, შეინიშნებოდეს ზოგადი აგზნებადობა, აცრის ადგილის შეწითლება, შეშუპება და მტკივნეულობა. ეს ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა და მის ჯანსაღ იმუნურ სისტემაზე მეტყველებს.

აცრის შემდგომ არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფოპროგრამის ფარგლებში გამოიყენება მხოლოდჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული დასერთიფიცირებული ვაქცინები. აქედან გამომდინარე, ყველა ვაქცინა, მიუხედავადმწარმოებელი ქვეყნისა და/ან კომპანიისა, გამოირჩევა მაღალი ეფექტურობისა დაუსაფრთხოების მაჩვენებლით. თუმცა ვაქცინის ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ვაქცინირებული პირის (რეციპიენტის) ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე სრულყოფილი იმუნიტეტის გამომუშავების თვალსაზრისით. პროგამული ვაქცინები უფასოა მომხმარებლისთვის, რადგან ამ ვაქცინისღირებულებას სრულად ფარავს სახელწიფო იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში;

ვაქცინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე დიდ გავლენას ახდენს ასევევაქცინაციის პროცესის განხორციელების წესების დაცვა, ვაქცინის შენახვისა დატრანსპორტირების შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა ვაქცინის მოწოდებისყველა ეტაპზე მწარმოებლიდან მიმღებ ორგანიზმამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ აცრები ტარდება ერთჯერადი ავტობლოკირებადი შპრიცების საშუალებით იმუნიზაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ყოველივე ზემოთაღნიშნული, მომსახურების მიწოდების სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორთან ერთად, განაპირობებს ვაქცინაციის პროცესის ეფექტურობას და მის პრაქტიკულ უსაფრთხოებას.

ინფორმაცია საქართველოში წითელას გავრცელების შესახებ

2015 წლისათვის ევროპის რეგიონში უნდა განხორციელდეს წითელასა და წითურასელიმინაცია, რომლის ძირითადი სტრატეგიებია:

- წითელა/წითურას შემცველი ვაქცინით არანაკლებ 95% მოცვის მაჩვენებლის მიღწევა ორივე ასაკობრივ ჯგუფში ნაციონალურ და სუბნაციონალურ/რაიონულ დონეებზე გეგმიური იმუნიზაციის საშუალებით;

– აუცრელი ან არასრულად ვაქცინირებულთათვის იმუნიზაციის შესაძლებლობისმიცემა გეგმიური ან იმუნიზაციის დამატებითი ღონისძიებების მეშვეობით;

– ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის გაძლიერება წითელა/წითურას ყველა შემთხვევის აღმოჩენის და დადასტურების მიზნით;

ევროპის რეგიონში წითელას ელიმინაციის ფარგლებში, 2008 წელს საქართველოშიჩატარდა იმუნიზაციის მასობრივი კამპანია. წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინის 1 დოზით აცრას ექვემდებარებოდა 6 -27 წლის ასაკის მილიონამდე ადამიანი. კამპანიის მოცვის მაჩვენებელმა ქვეყნის მასშტაბით შეადგინა 50,48%, ხოლო ქალაქთბილისში აიცრა მხოლოდ კონტინგენტის 16% . ერთერთი ძირითადი ფაქტორი,რამაც განაპირობა საზოგადოების უნდობლობა აცრის მიმართ, იყო სატელევიზიომედიის დაუზუსტებელი ინფორმაცია და არაკორექტული გამოსვლა კამპანიისმიმდინარეობის პერიოდში.

აცრების კალენდრის მიხედვით, 2004 წლიდან წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია წარმოებს 1 და 5 წლის ასაკში წითელა-წითურა-ყბაყურის (წწყ) ვაქცინით. გარდა ამისა, 2004-2007 წლებში ჩატარდა მცირე კამპანიური ხასიათის აცრები წწყ ვაქცინით 13-14 წლის ასაკს მოზარდებში და ამის ძირითადი მიზეზი გახდა, ის რომ 1991-1994 საერთოდ მოშლილი იყო გეგმიური ვაქცინაციის პროცესი.

ბოლო წლებში, დაგროვდა საკმაოდ დიდი რაოდენობა რუტინულად (გეგმიურად) არასრულყოფილად ვაქცინაცირებულთა კოჰორტა (დაახლოებით 40 000),რომლის 32% დედაქალაქის მოსახლეობაზე მოდის. 2009 წელს ჩატარებულისეროლოგიური კვლევის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, არაიმუნურია10-40 წლის ასაკის დაახლოებით 300 000 ადამიანი. ასევე დაბალია რუტინულივაქცინაციით მოცვის მაჩვენებელი 2012 წლისათვის. ყოველივე ამან განაპირობა მიმდინარე წელს წითელას მიმართ ეპიდსიტუაციის გამწვავება.

წითელას უკანასკნელი ეპიდაფეთქება საქართველოში აღწერილი იყო 2004-2005 წლებში, როდესაც რეგისტრირებული იქნა 8391 შემთხვევა, რომელთაგან 9 შემთხვევა დასრულდა ლეტალურად.

2013 წლის თებერვლიდან საქართველოში დაიწყო წითელას შემთხვევათა მნიშვნელოვანი მატება.

წითელას მიმდინარე ეპიდაფეთქება დაიწყო ქ. თბილისიდან, თუმცა უკანასკნელი პერიოდის მონაცემები ცხადყოფს, რომ შემთხვევებმა გადაინაცვლა რეგიონებში და უკვე სახეზეა რამდენიმე ლოკალური ეპიდაფეთქება რაიონებში.

დღევანდელი დღის მონაცემებით შემთხვევათა რაოდენობამ ათასს გადაჭარბა, ადგილი ქონდა ლეტალურ გამოსავალსაც.

ამჯამად მიმდინარეობს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შესაბამისიეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება წითელას გავრცელებისშეჩერების მიზნით: არასრულად იმუნიზებულ 7 წლამდე ასაკის ბავშვთა, სამედიცინო პერსონალის და წითელას სავარაუდო შემთხვევის გამოვლენისას,ორგანიზებული კონტაქტების ერთჯერადი ვაქცინაცია. ამ ღონისძიებების ფარგლებში ყოველდღიურად ასეულობით პირი იცრება.

აღნიშნულ პერიოდში არ დაფიქსირებულა აცრისშემდგომი გართულების არცერთი შემთხვევა.