რომელი დაავადებების საწინააღმდეგოდ ტარდება აცრები

დროულად ჩატარებული აცრები ვაქცინაციით მართვადი დაავადებების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა.

პროფილაქტიკური აცრები ხელს უწყობს ბავშვის იმუნიტეტის (თავდაცვის უნარის) ჩამოყალიბებას კონკრეტული დაავადების მიმართ. მშობელმა უნდა იცოდეს რატომ, როდის, სად და რამდენჯერ უნდა აიცრას ბავშვი.

ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად (სშჯსდ მინისტრის ბრძანება #183/ნ 25.06. 2010წ). რუტინული ვაქცინაციის სქემა  დამოკიდებულია ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ და პროგრამულ თავისებურებებზე.

სახელმწიფო უზრუნველყოფს 11 ინფექციის – ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურას, წითურას, წითელას, ბ ჰეპატიტის , როტავირუსული ინფექციის და ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

ჩამოთვლილი დაავადებების პროფილაქტიკა ტარდება 8  ვაქცინის საშუალებით, ესენია: BCG (ტუბერკულოზი), Hep B ( ბ ჰეპატიტი), DPT-HIb-HepB (დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ, ბ ჰეპატიტი) DT (დიფთერია, ტეტანუსი), Td (ტეტანუსი, დიფთერია), OPV (პოლიომიელიტი), MMR ( წითურა, წითელა, ყბაყურა), და Rota (როტავირუსული ინფექცია);

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალედრის მიხედვით საქართველოში:

BCG აცრა კეთდება დაბადებიდან 0-5 დღის განმავლობაში;

Hep B (მონო)  – დაბადებიდან 12 საათის განმავლობაში;

DPT-HIb-HepB  – 2.3.4 თვის ასაკში;

OPV  – 2, 3, 4, 18 თვის, 5 წლის ასაკში;

ROTA  – 2, 3 თვის ასაკში;

MMR –  12 თვის და 5 წლის ასაკში;

DT – 5 წლის ასაკში;

Td –  14 წლის ასაკში  და შემდეგ ყოველ 5 წელიწადში 55 წლის ასაკამდე.

იმუნიზაცია სრულყოფილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ერთ წლამდე ასაკშიბავშვს ჩატარებული აქვს 10  აცრა: ბცჟ, ჰეპ ბ (მონო), 3 (დყტ+ჰეპ ბ+ჰიბ), 3 ოპვ და2 როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო აცრა;

წლიდან 2 წლამდე ასაკში 3 აცრაწწყ,  დყტ და ოპვ ; 

წლის ასაკში 3 აცრადტოპვ და წწყ;

14 წლის ასაკში 1 აცრა – ტდ.

იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტია და აუცილებელია, ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარი - ბავშვს სრულყოფილად და რაც მთავარია,დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი. ამ შემთხვევაში ბავშვი დაცული იქნება იმ ინფექციური დაავადებებისაგან , რომლის წინააღმდეგაც მას აცრები ჩაუტარდა.

ექიმთან ერთი ვიზიტის დროს რამოდენიმე აცრა ერთდროულად კეთდება, ეს ხელს უწყობს აცრების კურსის დროულად დამთავრებას, რაც თავის მხრივ ზრდის ვაქცინაციის ეფექტურობას.

დაუშვებელია აცრების გადავადება ისეთი ცრუ უკუჩვენებების გამო, როგორიცაა გაციება, ხველა, სურდო, ალერგია, ქრონიკული დაავადებები და ა.შ.

საქართველო განაგრძობს ახალი ვაქცინების დანერგვას ქვეყნის იმუნიზაციის კალენდარში. 2013 წელს  დაიწყო იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

2014 წლიდან GAVI-ს  მხარდაჭერით იგეგმება პნევმოკოკური ინფექციის საწინაარმდეგო ვაქცინაციის დაწყება.