ბცჟ

ბცჟტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა, კეთდება დაბადებიდან  0-5 დღეში. აცრა ტარდება მარცხენა მხარზე კანში ვაქცინის 0,05 მლ დოზით.

სამშობიაროში აუცრელი ბავშვი უნდა აიცრას პირველივე შესაძლებლობისთანავე. 12 თვეზე უფროსი ბავშვებისთვის აცრა აღარ არის რეკომენდებული ვაქცინის დამცველობითი ეფექტის კლების გამო.