იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდული (იმემ)

იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდული (იმემ) იმუნიზაციის მართვის კომპლექსური სისტემაა, რომელიც შემუშავბულია იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის დაუბრკოლებლად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. მოდული გვაძლევს ჩატარებული აცრების მონიტორინგის, შესაძლო გართულებების, აცრაზე უარის ან უკუჩვენებების რეგისტრაციის შესაძლებლობას; ასევე იძლევა მოცვების შესახებ ინფორმაციას რეალურ დროში.

 იმუნიზაციის მოდული სამი ძირითადი ინტერფეისისგან შედგება:

1) აცრების განმახორციელებელი დაწესებულება - (სამშობიარო სახლებისჩათვლით) - ბენეფიციართა, აცრების, უკუჩვენებების, დაგეგმილი ვიზიტების რეგისტრაცია და დაწესებულების დონეზე არსებული ინფორმაციის ანალიზის ფილტრები.

2)   ადმინისტრატორი (დკსჯეც და სჯც) - კალენდარის და ვაქცინების მართვა, ანგარიშების გენერირება, იმუნიზაციის პროცესების მონიტორინგი და მოცვის/სამიზნე კონტიგენტის მაჩვენებლების ასაკის მიხედვით რელაურ დროში (რეგიონი, რაიონი, დაწესებულების დონეზე)

3) მარაგების მართვა - ვაქცინების მიღება/გაცემა ცენტრაულრი/რაიონული საწყობებიდან; ვაქცინების ხარჯვა დაწესებულების დონეზე.

4)      ბენეფიციარის გვერდი - გვერდი სადაც პირადი ნომრით შესაძლებელა აცრების სრული ისტორიის დათვალიერება. 

2014 წლის იანვრიდან მოდულში ინფორმაციის შეყვანა გახდა სავალდებულო აცრების განმახორციელებელი ყველა დაწესებულებისთვის, ხოლო მარტში გამოიცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება  N01-21/ნ (27 მარტი, 2014) - „პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, აგრეთვე იმუნიზაციის მართვის წესებისა და საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმების დამტკიცების შესახებ“ #183/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ყველა ამცრელ დაწესებულებას ავალდებულებს ჩატარებული აცრების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას მოდულში.

 

http://ehealth.moh.gov.ge/Hmis/Portal/Default.aspx