ჟურნალი „ქართული პოლიტიკა“: N3, 2015 წ.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია გამოსცემს ჟურნალს „ქართული პოლიტიკა“. ჟურნალის პირველი ორი ნომერი მოიცავდა დემოგრაფიული, ეკონომიკური, სოცილური, საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალური პრობლემების განხილვას, მათი გადაწყვეტის კონკრეტულ გზებს და ანალიტიკური ხასიათის მასალებს.

სარედაქციო კოლეგიის თხოვნით დაკომპლექტდა ნომერი, რომელიც მიეძღვნა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს.

დარგის წამყვანი სპეცილისტების მიერ მომზადდა სტატიები, რომლებიც  ჯანმრთელობის როგორც გლობალურ, ისე საქართველოსთვის მნიშვნელოვან პრობლემებს ასახავს. სტატიებში განხილულია ჯანდაცვის პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებები, ისინი ოთხ ძირითად საკითხს მიმოიხილავს, ესენია: პრობლემის მნიშვნელობა გლობალური ჯანმრთელობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, პრობლემის სტატუსი და მომავლის ხედვა საქართველოსთვის.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებისადმი მიძღვნილი კრებულის შედგენა/ჩამოყალიბებას ორგანიზება გაუწიეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადეობრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა.

ჟურნალის (N3, 2015) ელექტრონული ვერსია განთავსებულია საიტზე: www.georgianpolitics.com