პილოტური ტრენინგი - კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ბიოუსაფრთხოების საკითხები 16-20.02.2015

2015 წლის 16-20 თებერვალს  დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის და ამერიკის კლინიკური პათოლოგიის საზოგადოების (ASCP) ორგანიზებით, აშშ საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის ფარგლებში (CBEP) კლინიკური მიკრობიოლოგიაში საკვალიფიკაციო პროგრამის დანერგვის მიზნით ჩაატარდა პილოტური ტრენინგი  კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ბიოუსაფრთხოების საკითხებში. ტრენინგში ჩართული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

ტრენინგი კლინიკური მიკრობიოლოგიაში მოიცავდა პრაქტიკული და წერილობით/თეორიული უნარების შეფასებას.

საქართველოში ეს წამოწყება არის უწყვეტი განათლების პროგრამის დანერგვის საწყისი ეტაპი, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ბაქტერიოლოგია, სეროლოგია, მოლეკულური ბიოლოგია, ხარისხის შეფასებისა და ბიოუსაფრთხოების საკითხები. 

 

იხილეთ ფოტოალბომი