აშშ-ს არმიის მდივანი ჯონ მაკჰიუს ვიზიტი რიჩარდ გ.ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში 22.09.2014

2014 წლის სექტემბერში საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ს არმიის მდივანი ბატონი ჯონ მაკჰიუ. ვიზიტის ფარგლებში ბატონი მაკჰიუ ეწვია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ გ.ლუგარის სახელობის ლაბორატორიას. სტუმარს დახვდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეები ქალბატონი ეკატერინე ქავთარაძე და ქალბატონი ირმა ხონელიძე და ლაბორატორიის თანამშრომლები.

ბატონი მაკჰიუ ასევე შეხვდა აშშ-ს არმიის სამედიცინო კვლევების თბილისის ცენტრის თანამშრომლებს და მოისმინა მოკლე ანგარიში მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი კვლევების შესახებ. საუბარი შეეხო ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ინფექციური დაავადებების ეპიდზედამხედველობა, ბიოსამედიცინო კვლევები, კადრების მომზადება, სწავლებების ჩატარება და ა.შ.