რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის ძირითადი შესაძლებლობები

 

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი დაავადებათა კონტროლის და

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უახლეს შენობაა რომელიც სრულ ექსპლუატაციაში 2013

წელის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის

ეროვნული ცენტრის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას.

ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის (BSL-3) ზონაში განთავსებულია ბაქტერიოლოგიისა და ვირუსოლოგიის

ლაბორატორიები და ასევე ეროვნული საცავი, სადაც დაცულია ადამიანისა და ცხოველის დაავადებების

გამომწვევი განსაკუთრებით საშიში პათოგენები (გსპ). ლუგარის ცენტრი ერთადერთი BSL-3

დაწესებულებაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში.

ყველა კლინიკურ-ლაბორატორიული და სამეცნიერო კვლევა, რომელიც საჭიროებს BSL-3 ლაბორატორიის

გამოყენებას, ხორციელდება ლუგარის ცნეტრში. ახლახანს ლუგარის ცენტრი აღჭურვილი იქნა შემდგომი

თაობის სეკვესირების აღჭურვილობით, რამაც ცენტრი სეკვენსირების შესაძლებლობის ერთადერთ

დაწესებულებად აქცია საქართველოში.

ბიოუსაფრთხოების მე-2 დონის (BSL-2) ზონა მოიცავს შემდეგ ლაბორატორიებს: ბაქტერიოლოგიის,

ვირუსოლოგიის, სეროლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიის/გენომის, უჯრედული კულტურების, პარაზიტოლოგიის და

ენტემოლოგიის ლაბორატორიებს.

ლუგარის ცენტრის ლაბორატორიული სივრცის გარკვეული ნაწილი უჭირავს სოფლის მეურნეობის სამინისტროს

ლაბორატორიას (LMA), ელიავას ბაქტერიოფაგების ინსტიტუტსა და უოლტერ რიდის სახელობის სახმელეთო

ძალების კვლევითი ცენტრს (WRAIR).