არაგადამდებ დაავადებათა სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების პროექტების საჯარო განხილვა

მსოფლიოში ხანგრძლივი დროის მანძილზე არაგადამდებ დაავადებათა (აგდ) -  ონკოლოგიურ, გულ-სისხლძარღვთა, ქრონიკული რესპირატორული დაავადებებისა და დიაბეტის - ფარული ეპიდემია მიმდინარეობს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ მოწოდებული „არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის 2013-2020 წლების გლობალური სამოქმედო გეგმის“ მიზანს წარმოადგენს აგდ ტვირთისა და ავადობის შემცირება, ამ დაავადებებით გამოწვეული ინვალიდობისა და სიკვდილიანობის თავიდან აცილება ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე შესაბამისი ღონისძიებების გატარების გზით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი გზავნილია - არსებული პრიორიტეტების გათვალისწინებით, დროა,  ქვეყნები პოლიტიკური ნებიდან გადავიდნენ ქმედებაზე, ანუ ყველა ქვეყანამ უნდა დაისახოს აგდ-ის პრევენციის  სამიზნეები და აიღოს მათი განხორციელების  პასუხისმგებლობა.

ჯანმოს მოწოდების შესაბამისად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით დარგის ექსპერტებთან ერთად საქართველოში შემუშავდა არაგადამდებ დაავადებათა სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების პროექტები, რომლებიც განხილვისა და დახვეწის მიზნით გაეგზავნა ყველა დაინტერესებულ პირს - მედიცინისა და სხვა დარგის წარმომადგენლებს, ხოლო ინგლისურენოვანი ვერსიები შეფასებისთვის გადაგზავნილ იქნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისში. როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების მიერ მოწოდებული ყველა საფუძვლიანი რეკომენდაცია/შენიშვნა  იქნა გათვალისწინებული. გვაქვს სურვილი, სტრატეგიების დამტკიცებამდე გაგრძელდეს სამუშაო ვერსიების  საჯარო განხილვა, რის გამოც ვათავსებთ ცენტრის ვებ.გვერდზე, რათა თითოეულ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს საშუალება, გეცნოს მათ და მოგვაწოდოს კომენტარები /შენიშვნები.

დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის.

 

კიბოს კონტროლის ეროვნული სტრატეგია

შაქრიანი დიაბეტის კონტროლის ეროვნული სტრატეგია

სიმსუქნის პრევენციის სტრატეგია საქართველოში

გლობალური ალიანსი ქრონიკული რესპირაციული დაავადებების წინააღმდეგ სტრატეგია

მარილის ჭარბი მოხმარების შემცირების ეროვნული სტრატეგია

ტრავმატიზმის და ძალადობის პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგია

სურსათის და ჯანსაღი კვების ეროვნული სტრატეგია 2015

ალკოჰოლის საზიანო მოხმარების  შემცირების სახელმწიფო სტრატეგია 2015