სეროლოგიური ლაბორატორია

დკსჯეც - ლუგარის ცენტრში ფუნქციონირებს სეროლოგიური ლაბორატორია. იგი პასუხისმგებელია პაციენტების ნიმუშებში მრავალი სხვადასხვა ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული პათოგენების ანტიგენებისა და მათი საწინააღმდეგო ანტიხსეულების დეტექციაზე. ამ ინფექციების ჩამონათვალში შედის ვირუსული ჰეპატიტები, აივ ინფექცია/შიდსი, წითელა, წითურა, როტავირუსები, სხვადასხვა ზოონოზური ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, მათ შორის ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელება, ტკიპისმიერი ენცეფალიტი, რიკეტსიოზები, ბრუცელოზი, ლეპტოსპიროზი, ბორელიოზი, ბართონელოზი და მრავალი სხვა. ლაბორატორიაში ხდება, როგორც ნიმუშების პირველადი სკრინინგი, ასევე სხვა ლაბორატორიებიდან მიღებული ნიმუშების დამადასტურებელი ტესტირება.

ლაბორატორიაში კლინიკურ ნიმუშების კვლევაზე გამოყენებულია შემდეგი მეთოდები:

-         იმუნოფერმენტული ანალიზი (ELISA)

-         წერტილოვანი იმუნოფერმენტული ანალიზი (ELISPOT)

-         იმუნოფლუორესცენტული ანალიზი (IFA)

-         აგლუტინაცია (TAT, MAT, DAT, TPHA)

-         ვესტერნ ბლოტი (WB)

ლაბორატორია აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამებსა და სამეცნიერო პროექტებში, მათ შორის:

  • „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა“ - სკრინინგით გამოვლენილ  B ჰეპატიტზე და სიფილისზე დადებით ორსულების შრატის ნიმუშების  კონფირმაციული კვლევა.
  • „უსაფრთხო სისხლი“ - დონორების ნიმუშების რეტესტირება HBV, HCV, HIV, სიფილისი, ინფექციებზე ხარისხის გარე კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით.
  • ეპიდზედამხედველობის პროგრამა, ქვეკომპონენტი - დიარეები - მწვავე და ქრონიკული დიარეების კვლევა ვირუსული და ბაქტერიული პათოგენების ანტიგენებზე (Rotavirus, Adenovirus, Norovirus, Verotoxin)
  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამა - „როტავირუსული გასტროენტერიტების საავადმყოფოზე დაფუძვნებული ეპიდზედამხედველობა და დაავადებით გამოწვეული სიმძიმის განსაზღვრა საქართველოში“
  • სამეცნიერო პროექტი - „ტულარემიის ეპიდემიოლოგია და ეკოლოგია საქართველოში“
  • სამეცნიერო პროექტი - „ბართონელას გავრცელების და მრავალგვარობის შესწავლა ადამიანებსა და ცხოველებში და ბართონელოზის აღმოცენების რისკ-ფაქტორების შეფასება საქართველოში“
  • სამეცნიერო პროექტი - „Clostridiumdifficile-სთან ასოცირებული დაავადებების ეპიდემიოლოგია საქართველოში“
  • სამეცნიერო პროექტი -  „ადამიანის დაავადებების ეპიდემიოლოგია და განსაკუთრებით საშიში ინფექციების ეპიდზედამხედველობა საქართველოში“

მიმდინარე წლის აპრილის თვიდან ქვეყნაში დაგეგმილი HCV და HBV პრევალენტობის შეფასების მიზნით ჩასატარებელი კვლევის ფარგლებში სეროლოგიური ლაბორატორია გეგმავს ქვეყნის მაშტაბით რანდომული შერჩევის გზით შეგროვებული 7000 სისხლის ნიმუშების HCV და HBV მარკერებზე ტესტირებას ELISA და WB მეთოდების გამოყენებით. ტესტირება ჩატარდება HCV და HBV ალგორითმის მიხედვით. შრატების დარჩენილი რაოდენობა კი გაიყინება -80°C-ზე და შეინახება ლაბორატორიაში, მომავალში სხვა ვირუსებზე შესაძლო კვლევების ჩასატარებლად.

სეროლოგიური ლაბორატორიის წითელა/წითურასა და როტავირუსების ჯგუფები ჩართულის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ბიუროს წითელა/წითურას და როტავირუსების ლაბორატორიულ ქსელში; მონაწილეობენ ჯანმო-ს ხარისხის გარე კონტროლის შეფასების პროგრამაში: ყოველწლიურად იღებენ პროფესიულ პანელს ტესტირებისთვის; ნიმუშების განსაზღვრული რაოდენობა ყოველწლიურად იგზავნება ლუქსემბურგის წითელა/წითურას და მინსკის როტავირუსების რეფერალურ ლაბორატორიაში რე-ტესტირების მიზნით; ყოველწლიურად ხდება ლაბორატორიის მუშაობის და შესაძლებლობების შეფასება ჯანმო-ს ექსპერტების ადგილზე ვიზიტით ან დისტანციურად სტანდარტიზირებული კითხვარების საშუალებით. წითელა/წითურას ნაციონალური ლაბორატორია აკრედიტირებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

ლაბორატორია მუშაობს 4 გამოცდილი/კვალიფიციური კადრი, რომელთაც გავლილი აქვთ ტრეინინგები, როგორც საზღვარგარეთ, მათ შორის - აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  (WHO) რეფერალურ ლაბორატორიებში, ასევე ქვეყნის შიგნით უცხოელი და ქართველი ტრენერების მიერ ორგანიზებული სწავლებები.

ლაბორატორიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა 15 საერთაშორისო კონფერენციაში; ლაბორატორიის თანამშრომლების ავტორობით და თანაავტორობით 13 საერთაშორისო კონფერენციაზე იყო წარდგენილი პოსტერი, გამოქვეყნდა 3 სტატია საერთაშორისო  ჟურნალებში.