ლუგარის სჯ ცენტრის ბიოუსაფრთხოების და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის ზოგადი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია

ზოგადი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია ახორციელებს სადიაგნოსტიკო და კვლევით საქმიანობას პარაზიტულ, სოკოვან  და სხვადასხვა გრამ დადებით და გრამ უარყოფითი აერობულ თუ ანაერობულ პათოგენებზე, როგორიცაა Enterobacteriaceae, non-Enterobacteriaceae, Salmonella spp, Shigella spp, Clostridium spp, Campilobacter spp, Acinetobacter spp, Staphylococcus spp, Strepococcus spp, Nieseria spp, Bartonella spp, Klebsiella spp და ა.შ.

ლაბორატორიის ძირითადი ფუნქციებია: დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, სოკოები, უმარტივესები) დიაგნოსტიკა, მორფოლოგიის, კულტურალური თვისებების, ბიოქიმიის  შესწავლა; მიკროორგანიზმების მგრძნობელობის შესწავლა ანტიბიოტიკების და სადეზინფექციო პრეპარატების მიმართ;

ლაბორატორია წარმოადგენს ეპიდზედამხედველობის პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს; მონაწილეობს ნოზოკომიური და დიარეული ინფექციების კვლევის  და მალარიის ეპიდზედამხედველობის პროგრამებში, ასევე ხარისხის კონტროლი.

ლაბორატორიაში კლინიკურ და გარემო ნიმუშების კვლევაზე გამოყენებულია კვლევის შემდეგ მეთოდები:

- ბაქტერიოსკოპია;

- ბაქტერიოლოგია, მიკრობის ინდიკაცია/იდენტიფიკაცია;

- სეროტიპირება;

- ანტიბიოტიკომგრძნობელობის განსაზღვრა -აგარში დიფუზიის 2 მეთოდით (კირბი ბაუერის დისკო დიფუზია); MIC-მონიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის განსაზღვრა E-ტესტით;  ანტიბიოტიკომგრძნობელობის განსაზღვრა ხდება CLSI და EUCAST სტანდარტებით;

- მიკროსკოპია პარაზიტულ გამომწვევებზე.

ლაბორატორია ჯანმოს მხარდაჭერით ახორციელებს  რეფერენს ლაბორატორიის ფუნქციას ანტიმიკრობული რეზისტენტობის სფეროში ქვეყნის მასშტაბით (ამ ეტაპზე ჩართულია 11 წამყვანი კლინიკა).

ლაბორატორიას ჯანმოსგან მინიჭებული აქვს აკრედიტაცია დიფთერიაზე. ასევე, ყოველწლიურად მონაწილეობს ჯანმოს გარე ხარისხის კონტროლის პროგრამაში - Salmonella/Shigella , Haemophilus influenzae, Neisseria meningitidis , Streptococcus pneumoniae, მალარია და AMR.

 

ლაბორატორია მონაწილეა რამდენიმე სამეცნიერო კვლევითი პროექტის:

ISTC/BTEP #G-1759p  ”Epidemiology of Clostridium difficile-associated disease in Georgia”

ISTC/BTEP #G-1683p “Distribution and diversity of Bartonella pathogens among people and animals in Georgia and evaluation of factors associated with the emergence of bartonellosis”

ISTC/BTEP #G-2099p “Molecular Epidemiology of Toxigenic Escherichia coli in country of Georgia”

ISTC/BTEP #G-1462p “Establishment of national sentinel-site, laboratory-based Salmonella surveillance system and outbreak response capacity for enhanced control of food borne disease in the Republic of Georgia”

ISTC/BTEP #G-2175p “Genotype-phenotype characterization and toxin study of archival and newly isolated Georgian Clostridium botulinum strains “

Proof-of-Principale Study (WHO surveillance project on AMR)

CBR  GG21 -  “Human  Disease  Epidemiology  and Surveillance of Especially   Dangerous   Pathogens   in   Georgia”,   2014-2017. USAMRIID,   Walter   Reed Army Institute of Research (WRAIR)

პერსონალი

ლაბორატორიაში მუშაობს 12 გამოცდილი/კვალიფიციური კადრი, მათ შორის სამს მინიჭებული აქვს სამეცნიერო ხარისხი მედიცინაში.

ლაბორატორიის ბაზაზე მუშავდება ორი სადოქტორო ნაშრომი შიგა-ტოქსისინის მაპროცედურებელ E.coli-ზე (STEC).

პუბლიკაციები/აბსტრაქტები

ლაბორატორიის ბაზაზე სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებულია 37 სამეცნიერო პუბლიკაცია და 14 აბსტრაქტი.

 

სურათები