პოლიომიელიტისა და სხვა ენტეროვირუსების ლაბორატორია

კვლევითი სამუშაო

  • პოლიომიელიტისა და სხვა ენტეროვირუსების ლაბორატორია აკრედიტირებულია ჯანმოს მიერ და 2002 წლიდან საქართველოს ნაციონალური  ლაბორატორიის სტატუსით ჩართულია ჯანმოს პოლიომიელიტის კვლევითი ლაბორატორიების გლობალურ ქსელში. ლაბორატორია ყოველწლიურად  აკრედიტაციის  მისაღებად ასრულებს ჯანმოს მიერ გამოგზავნილი  პროფესიული ტესტს და ავსებს  სპეციალურ  ფორმას  შესრულებული სამუშაოს რაოდენობისა და ხარისხის შესახებ. პერიოდულად წარმოებს უშუალო ინსპექცია ჯანმოს  სპეციალისტების  მიერ.  ჯანმოს ევროპის რეგიონის ოფისს კვირაში ერთხელ ელექტრონული სახით მიეწოდება  ანგარიში.
  • კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში მწვავე დუნე დამბლების ზედამხედველობის ლაბორატორიული უზრუნველყოფა და გარემოს სინჯების კვლევა პოლიომიელიტისაგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის  დასადასტურებლად.
  • პოლიო და სხვა ენტეროვირუსების გამოყოფის მიზნით წარმოებს  საქართველოში და სომხეთში მწვავე დუნე დამბლით მიმდინარე ავადმყოფების  და მათი კონტაქტების სინჯების გამოკვლევა (ფეკალია,თავზურგტვინის სითხე, ხახის ნაცხი).
  • მიმდინარეობს სხვა ენტეროვირუსებით გამოწვეული დაავადებების,განსაკუთრებით სეროზული მენინგიტების  დიაგნოზის ავადმყოფთა  ვირუსოლოგიური კვლევა.
  • გარემოში პოლიომიელიტისა და სხვა ენტეროვირუსების ცირკულაციის შესწავლის  მიზნით წარმოებს ჩამდინარე ნახმარი წყლების სინჯების კვლევა.
  • ვირუსის გამოსაყოფად გამოიყენება პასაჟები სხვადასხვა უჯრედოვან კულტურაზე (RD,HEp-2,L20B ). ვირუსის ტიპირება წარმოებს მიკრონეიტრალიზაციის რეაქციით უჯრედოვან  კულტურებზე  ჯანმოს სპეციფიური შრატების გამოყენებით.
  • ლაბორატორიაში დაინერგა რეალური დროის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია. მეთოდი გამოiყენება ორი ვარიაციით, კერძოდ როგორც გამოყოფილი შტამის ტიპირების, ასევე ინტრატიპირების მიზნით. ამ მეთოდით განისაზღვრება  გამოყოფილი პოლიომიელიტის  ვირუსი   ველური ხასიათისაა, თუ ვაქცინური წარმოშობის.
  • ყოველწლიურად  ჯანმოს  ლაბორატორიული ქსელის  კონფერენციებზე ლაბორატორია წარმოადგენს  საქართველოსა და სომხეთში  პოლიომიელიტზე  კვლევის შედეგებს. 
  • ლაბორატორიის თანამშრომლები  მონაწილეობენ  არასახელმწიფო დაფინანსებით შესრულებულ კვლევებში -  4 მიმდინარე პროექტი.
  • ლაბორატორიის თანამშრომლებმა ბოლო 10  წლის მანძილზე  გამოაქვეყნეს 6 პუბლიკაცია და წარადგინეს  8 პოსტერი  საერთაშორისო  კონფერენციებზე .