ზოოენტომოლოგიური ლაბორატორია

ზოოენტომოლოგიური ლაბორატორია ახორციელებს პრაქტიკულ და კვლევით სამუშაოებებს განსაკუთრებით საშიში და სხვა ინფექციების გამომწვევების რეზერვუარების და გადამტანების (ვექტორების) სახეობებების  გაცრცელების დასადგენად ქვეყნის ტერიტორიაზე. 

ჩვენს ქვეყანაში  შავი ჭირის ორი ბუნებრივი კერაა, ვაკე-მთისპირა, რომელიც მოიცავს დედოფლისწყაროს (ეგრეთწოდებული ჯეირანჩოლის ველი) და გარდაბნის (ყარაიზის ველი) რაიონების მიმდებარე ტერიტორიებს. მაღალმთიანი კერა მოიცავს ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონების მიმდებარე ტერიტორიებს. ვაკე-მთისპირა კერაში ძირითადი რეზერვუარია წითელკუდა მექვიშია- Meriones libicus- (Libian jird), ხოლო ძირითადი ვექტორებია რწყილები -Nosopsyllus laeviceps, Xenopsylla conformis, Nosopsyllus consimilis,  მაღალმთიან კერაში ძირითადი რეზერვუარია ჩვეულებრივი მემინდვრია- ხოლო ძირითადი ვექტორია -Callopsylla caspia.

ტულარემიის ბუნებრივი კერა მოიცავს  აღმოსავლეთ საქართველოს, ძირითადი რეზერვუარებია: წყლის ვირთაგვა-Arvicola terrestris (Ground (water) vole), ჩვეულებრივი მემინდვრია- Microtus arvalis (Comon vole), საზოგადოებრივი მემიდვრია- Microtus socialis (Social vole), ხოლო ვექტორებია - იქსოდისებური ტკიპები.

თირკმლის სინდრომით მიმდინარე ჰემორაგიული ცხელების ძირითადი რეზერვუარია მინდვრის თაგვი -Apodemus agrarius (Field mouse).

ბოლო ხანს აქტუალური გახდა ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელება. ამ ინფექციის  რეზერვუარი მრავალფეროვანია, ხოლო ვექტორებიდან ერთერთი ძირითადი  ტკიპაა -Hyalomma  marginatum.

ლაბორატორიის თანამშრომლები ახორციელებენ  საველე  სამუშაოებს, როგორც ბუნებრივი კერების ტერიტორიებზე, ასევე ცალკეული დაავადების  კერებში. რაც გამოიხატება, რეზერვუარების და ვექტორების  შეგროვებაში, იდენტიფიკაციაში და ლაბორატორიულ კვლევაში.

ხორციელდება აგრეთვე ქვეყნის ტერტორიაზე გამავალი ნავთობსადენების (სამხრეთის და დასავლეთის მიმართულებით) და გაზსადენის (სამხრეთის მიმართულებით) ეპიზოოტოლოგიური მონიტორინგი,  გადამტანების გავრცელების საწინააღმდეგო შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებით.

ლაბორატორია აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კვლევითი პროექტებში, თანამშრომლების თანამონაწილეობით გამოქვეყნებულია 15 სამეცნიერო სტატია და შედეგები მოხსენებულია 30-მდე პოსტერით სხვადასხვა კონფერენციაზე.

ლაბორატორიაში მუშაობს 8 კვალიფიციური თანამშრომელი, მათ შორის ერთი მედიცინის აკადემიური დოქტორია.

 

რა უნდა ვიცოდეთ რწყილების და ტკიპების შესახებ? 

ტკიპები - ბიოლოგია და ინფექციების გამომწვევების გადაცემა

სინანტროპული მღრღნელების ეკოლოგია და მათი სამედიცინო მნიშვნელობა

ტკიპებისაგან თავდაცვის საშუალებები