ძუძუს კიბოს სკრინინგი

ძუძუს კიბოს სკრინინგი და მისი მნიშვნელობა

საწყის ეტაპზე კიბო უხშირესად შეუმჩნეველია და არაფრით გვაგრძნობინებს თავის არსებობას, ამიტომაც საჭიროა სკრინინგული კვლევა, რომელიც დაავადებას სწორედ ფარულ პერიოდში გამოავლენს.

იბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში, მისი განკურნება შესაძლებელია. იმ ქალების 94 %, რომლებიც დროულად მიმართავენ ექიმს სრულიად იკურნებიან, მთავარია, დიაგნოზი ადრეულ სტადიაზე დაისვას. ადრეული დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალებას კი მასობრივისკრინინგწარმოადგენს.

კიბოს გამომწვევი პათოლოგიური პროცესების გამოვლენისა და მკურნალობის დროულად დაწყების მიზნით, სკრინინგის პროგრამები მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის დანერგილი.

გამომწვევი მიზეზების გამოვლენისა და მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყების შემთხვევაში, კიბო აღარ წარმოდგენს უკურნებელ სენს. ამისათვის მნიშვნელოვანია დროულად ჩაიტაროთ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები.

 

თუ ადამიანი ჩართულია სკრინინგის პროგრამაში, მას შეუძლია, დროული და თანამიმდევრული გამოკვლევებით:

 

  • არ მისცეს დაავადებას ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარების საშუალება;
  • განიკურნოს სიმსივნის ადრეულ სტადიაში გამოვლენის შემთხვევაში

 

ამდენად, ადრეულიდიაგნოსტიკა,კიბოსპრევენციისსაუკეთესოსაშუალებაა.

 

თუ ხართ 40-დან 70 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით 2 წელიწადში ერთხელ, თქვენ უფასოდ გეკუთვნით შემდეგი გამოკვლევები:

 

  • მამოლოგის კონსულტაცია:
  • მამოგრაფია;
  • ექოსკოპია (საჭიროების შემთხვევაში)

 

მამოგრაფია გულისხმობს სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიურ კვლევას. კვლევის ამ მეთოდით შესაძლებელია პათოლოგიური პროცესების აღმოჩენა, რომელთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში, განკურნება 100-დან 98 შემთხვევაშია შესაძლებელი!

 

კიბოს აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა ტარდება ქირურგიული, სხივური და ქიმიოთერაპიის მეთოდებით. მეთოდის არჩევა დამოკიდებულია სიმსივნის სტადიაზე, მის გავრცელებასა და ავადმყოფის მდგომარეობაზე.

რაცუფროადრეულეტაპზეიქნებაკიბოაღმოჩენილი, მითუფროკეთილსაიმედოაპროგნოზი!

 

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო