როგორ ავირიდოთ სისხლის მაღალი წნევა

სისხლის წნევის მომატება გულის დაავადებათა რისკს ზრდის.

ადამიანს ნებისმიერ ასაკში ყოველდღიურად შეუძლია გადადგას ნაბიჯი სისხლის წნევის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად.

 

ცხოვრების წესი

 

  • იკვებეთ ჯანსაღად.  ჯანსაღი კვება დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ნორმალური წონა და სისხლის დაბალი წნევა. მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული, რომელიც შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ მიკროელემენტებსა და უჯრედისს. ამასთან, შეზღუდეთ ნაჯერი ცხიმებისა და ქოლესტეროლის შემცველი საკვების მიღება.  

მოერიდეთ ნატრიუმს საკვებში დამატებული მარილის რაოდენობის შემცირების გზით. ამავე დროს, გახსოვდეთ, რომ მზა კერძები ხშირად ნატრიუმის ჭარბ რაოდენობას შეიცავენ.

კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანებს, რომლებიც ჯანსაღად იკვებებიან, შეუძლიათ შეამცირონ სისხლის წნევა. ჯანსაღი დიეტისა და კვების შესახებ  მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: CDC's Nutrition and Physical Activity Program Web site

  • შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა. ჭარბმა წონამ შეიძლება  გაზარდოს თქვენი სისხლის წნევა. წონაში დაკლება შეიძლება დაგეხმაროთ, რათა დაბლა დასწიოთ თქვენი სისხლის წნევის მაჩვენებლები.     

იმისათვის რომ გაირკვეს, არის თუ არა წონა ნორმალური, ექიმები მიმართავენ სხეულის მასის ინდექსის (სმი) გამოთვლას. აგრეთვე იყენებენ წელისა და თეძოს გარშემოწერილობის განსაზღვრას, რათა შეფასებულ იქნას სხეულის ჭარბი ცხიმი.

თუ იცით საკუთარი წონა და სიმაღლე, შეგიძლიათ გამოიანგარიშოთ სხეულის მასის ინდექსი (სმი) და შეაფასოთ იგი (CDC’s Assessing Your Weight Web site).

  • იყავით ფიზიკურად აქტიური. ფიზიკური აქტივობა შეიძლება დაგეხმაროთ, რომ დაბლა დასწიოთ თქვენი სისხლის წნევა.

მოზრდილებისათვის რეკომენდებულია, რომ კვირაში ორი საათისა და ოცდაათი წუთის განმავლობაში ჩართულები იყვნენ ზომიერი ინტენსივობის ფიზიკურ აქტივობაში.

 

 

ძირითადი განსაზღვრებანი

  • ქოლესტეროლი სხეულში არსებული ცხიმის მსგავსი სუბსტანციაა. სისხლში ქოლესტეროლის მაღალი დონე გულის დაავადებისა და ინფარქტის რისკს ზრდის.
  • ნაჯერი ცხიმების წყარო ძირითადად ცხოველური ცხიმია, მაგრამ მათ  მცენარეული ცხიმებიც შეიცავენ, მაგალითად პალმის ზეთი.
  • ნატრიუმი სუფრისმარილის შემადგენელი ელემენტია, რომელმაც შეიძლება გაზარდოს სისხლის წნევა. მზა კერძები შესაძლებელია შეიცავდეს ჭარბ ნატრიუმს.
  • დიაბეტი დაავადებაა, რომელიც მოქმედებს ინსულინის სინთეზზე ორგანიზმში. ინსულინი ახდენს სისხლიდან შაქრის მოცილებას. დიაბეტით დაავადებულებში არ ხდება საკმარისი რაოდენობით ინსულინის წარმოქმნა, ან ინსულინის მოქმედება არაეფექტურია, ან ორივე ფაქტორი ერთადაა.

უფრო მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ: CDC's Nutrition and Physical Activity Program Web siteCDC's Physical Activity Web site.

 

  • ნუ მოწევთ.  მოწევა  აზიანებს სისხლძარღვებს და აჩქარებს არტერიების კედლების ელასტიურობის დაქვეითებას. ამდენად, მოწევა  უდიდესი რისკია გულის დაავადებისა და ინფარქტისათვის.

თუ არ ხართ მწეველი, გილოცავთ! თუ ეწევით,  თავის დანებება შეამცირებს გულის დაავადებისა და ინფარქტის რისკს. თქვენმა ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ მოწევისათვის თავის დანებების პროგრამა.

თამბაქოს წევის მავნე გავლენისა და თავის დანებების რეკომენდაციების შესახებ იხილეთ: CDC's Smoking and Tobacco UseWeb site.

 

  • შეზღუდეთ ალკოჰოლის მოხმარება. დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ასოცირებულია სისხლის მაღალ წნევასთან.

თუ მოიხმართ ალკოჰოლს, შეეცადეთ მოიხმაროთ ზომიერად.

ინფორმაცია ალკოჰოლის შესახებ შეიძლება მოიძიოთ: CDC's Alcohol and Public Health Web site.

 

რა უნდა გავაკეთოთ

 

  • შეამოწმე შენი სისხლის წნევა. სისხლის წნევის შემოწმება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად მაღალ წნევას სიმპტომები არ გააჩნია.

სისხლის წნევა გამოისახება ორი ციფრის სახით. პირველი ციფრი (სისტოლური) წარმოადგენს სისხლის წნევას სისხლძარღვებში გულის შეკუმშვის მომენტში. მეორე ციფრი (დიასტოლური) წარმოადგენს სისხლის წნევას სისხლძარღვებში გულის დასვენების, ანუ გულის შეკუმშვათა შორის შუალედში.

 

                        სისხლის წნევის დონეები

 

ნორმალური

სისტოლური: ნაკლები 120 მმ/ვწ/სვ

დიასტოლური: ნაკლები 80 მმ/ვწ/სვ

სარისკო (პრეჰიპერტენზია)

სისტოლური: 120-139 მმ/ვწ/სვ

დიასტოლური: 80-89 მმ/ვწ/სვ

მაღალი

სისტოლური: 140 მმ/ვწ/სვ და მეტი

დიასტოლური: 90 მმ/ვწ/სვ და მეტი

 

 

უმკურნალეთ და თავიდან აირიდეთ სამედიცინო პათოლოგიები         

  • მოახდინეთ დიაბეტის პრევენცია და მართვა.  თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ დიაბეტის რისკი ჯანსაღი კვებით, ჯანსაღი წონის შენარჩუნებითა და ფიზიკური აქტივობით.

დიაბეტის მქონე მოსახლეობის 60%-ს აქვს სისხლის მაღალი წნევა.  თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი, ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეგიძლიათ შეამციროთ სისხლის მაღალი წნევის განვითარების რისკი.

დიაბეტის შესახებ ინფორმაციისათვის იხილეთ: CDC's Diabetes Public Health Resource Web site.

 

  • უმკურნალეთ სისხლის მაღალ წნევას. თუ უკვე გაქვთ სისხლის მაღალი წნევა ცხოვრების წესის შეცვლასთან ერთად, თქვენს ექიმს შეუძლია გამოგიწეროთ მედიკამენტები.

ყველა წამალს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, ამიტომ თქვენს ექიმთან გაიარეთ რეგულარული კონსულტაციები.

ცხოვრების წესის შეცვლა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მედიკამენტების მიღება.

 

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო