ძუძუს კიბოს პრევენცია

ძუძუს კიბოს დამარცხებისკენ გადაგმული პირველი ნაბიჯი მისი ადრეული გამოვლენაა!

პრევენციის მეთოდების დახვეწისა და პოპულარიზაციის მიუხედავად, სარძევე ჯირკვლის (ძუძუს კიბო) კიბო მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიას წარმოადგენს. ამ მხრივ არც სა­ქარ­თვე­ლოა გა­მო­ნაკ­ლი­სი.

გლობალურად ძუძუს კიბოთი ავადობა სულ უფრო მატულობას, რაც ქალების ცხოვრების სტილის შეცვლასთან, შობადობის და ძუძუთი კვების პერიოდის შემცირებასთან არის დაკავშირებული.

ძუძუს კიბო სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა. იგი ქალთა პოპულაციაში  ფართოდაა გავრცელებული და ფილტვის კიბოს შემდეგ სიხშირით მეორე ადგილზეა. მსოფლიოში, ძუძუს კიბოთი, დაახლოებით ყოველი მეთერთმეტე ქალი ავადდება. 2012 წელს მსოფლიოში  სარძევე ჯირკვლის კიბოს 1.68 მილიონი (IARC, GLOBOCAN, 2012) ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დროულად აღმოჩენილი კიბოს სწორად მკურნალობა იმდენად ეფექტურია, რომ ავადმყოფები ათეულობით წლების განმავლობაში სრულიად ჯანმრთელად გრძნობენ თავს.

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC, GLOBOCAN) მონაცემებით საქართველოში 2012 წელს ძუძუს კიბოს 1541 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ონკოლოგიურ დაავადებათა საერთო ავადობაში  სარძევე ჯირკვლის კიბოს წილმა 25,2% შეადგინა  (ასაკ-სტანდარტიზებული ინციდენტობის მაჩვენებელი  100 000 მოსახლეზე - 44 ).  ამავე წელს ძუძუს კიბოს დიაგნოზით დაიღუპა 530 ქალი (სიკვდილიანობის ასაკ-სტანდარტიზებული მაჩვენებლი 100000 მოსახლეზე 13.2)

მიუხედავად იმისა, რომ სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები საკმაოდ გავრცელებულია და ხშირად ფატალურად მთავრდება, მისი დროულადაღმოჩენისშემთხვევაში, განკურნებისთითქმის 100%-იანიშანსიარსებობს.

ინფორმირებულობის დაბალი დონის გამო, ქალები არ აღიარებენ დაავადების ადრეული გამოვლენის უპირატესობას, არ მონაწილეობენ სკრინინგულ პროგრამებში, შედეგად დაავადების გამოვლენა ხდება დაგვიანებულ ეტაპზე შორსწასულ შემთხვევებში კი, მკურნალობა უშედეგოა. განათლებისა და ცნობიერების ამაღლების შედეგად, დაავადების გამოვლენა ადრეულ ეტაპზე ხდება, რასაც მოყვება მკურნალობა. ამდენად, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის ეფექტურ გზას  მისი ადრეული გამოვლენა წარმოადგენს!

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო