მსოფლიო ჯანმრთელობის დღე 2014

კამპანიის შესახებ

ყოველწლიურად, 7 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსაღნიშნავად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ირჩევს თემას და ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემასა და პრობლემის გადაჭრის გზებზე.

ამ დღის აღნიშვნა უკავშირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს 1948 წელს.

2014 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემაა ვექტორული დაავადებები.

მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი არის ისეთი დაავადების რისკის ქვეშ, როგორიცაა მალარია, დენგე, ლეიშმანიოზი და ყვითელი ცხელება. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არის მსოფლიოს ყველაზე ღარიბი მოსახლეობა. მიუხედავად ამისა, გარემოსთან დაკავშირებული ცვლილებები და ადამიანების გადაადგილება მსოფლიოს მასშტაბით ზრდის რისკებს.

2014 წლის კამპანია ფოკუსირებულია ვექტორებზე, იმ დაავადებებზე, რომლებსაც ისინი იწვევენ, და იმ მარტივ, გამაფრთხილებელ ზომებზე, რომელთა გამოყენება რეკომენდებულია ჩვენი და ჩვენი ოჯახების დასაცავად.

რა არის ვექტორები?

ვექტორტები არიან ისეთი პატარა ორგანიზმები, როგორებიცაა მოსკიტები, ხოჭოები, ტკიპები, ბუზები და წყლის ლოკოკინები. მათ გადააქვთ დაავადება ერთიდან მეორე ადამიანზე, ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა

1940-იან წლებში სინთეტური ინსექტიციდების გამოგონება მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ვექტორული დაავადებების კონტროლის სფეროში. 1950-იან და 1960-იან წლებში, განხორციელებული ინსექტიციდებით შიდა სივრცეების მორწყვის ფართომაშტაბური პროგრამებით მიღწეული იქნა უმეტესი ვექტორული დაავდების კონტროლი.  

გვიანი 1960-იან წლებისათვის, ვექტორული დაავდებების ძირითადი ნაწილი - აფრიკაში მალარიის გამოკლებით, აღარ წარმოდგენდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმთავრეს პრობლემას. შედეგად, შეწყდა დაავდების კონტროლის პროგრამების განხორციელება და ამოიწურა არსებული რესურსები, რამაც თავის მხრივ განაპირობა ენთომოლოგებისა და საზოგადოებრივ ჯანდაცვის პროგრამებში ვექტორული დაავადებების კონტროლოს სხვა სპეციალისტების შემცირებაც.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, აღინიშნა ზოგიერი ვექტორული დაავადების კვლავ გამოვლენა და  მსოფლიოს სხვა ახალ რეგიონებში გვარცელება. ტრადიციულად, ტროპიკული ქვეყნების პრობლემად მიჩნეული ვექტორული დაავადებები გახდა გლობალური ჯანდაცვის მნიშვნელოვანი საფრთხე, როგორც დაავადებული ადამიანების დიდი რაოდენობით, ასევე გეოგრაფიული გავრცელების კუთხით. აღნიშნული დაავადებების დამარცხებისათვის საჭიროა განახლებული ძალებით მოქმედება გლობალურ დონეზე - დაწყებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალური სააგენტოებიდან, ქვეყნებს შორისი და შიდა რეგიონალური, სახელმწიფოს შიდა სექტორული, მთავრობის ყველა დონის, საზოგადოებისა და კომლისშიდა დონის ჩათვლით.  

 

კამპანიის მიზანი და ამოცანები:

მიზანი:

კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება იმ საფრთხის შესახებ, რომელთა გამოწვევა შეუძლია ვექტორებს და ვექტორულ დაავადებებს და მოსახლეობის აღჭურვა იმ უნარებით, რათა მათ შეძლონ საჭირო და პრევენციული ზომების მიღება.    

 

ამოცანები:

  • ოჯახებმა, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ გარემოში, სადაც ხშირია ვექტორული დაავადებები,  იცოდნენ როგორ დაიცვან თავი;
  • იმ პირებმა, რომლებიც მიემგზავრებიან ისეთ ქვეყნებში, სადაც  გავრცელებულია ვექტორული დაავადებები, თავი დაიცვან ვექტორებისა და მათგან გამოწვეული დაავადებებისგან;
  • იმ ქვეყნებში, სადაც ვექტორული დაავადებები არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებმა მიიღონ საჭირო  ზომები მოსახლეობის დასაცავად.
  • იმ ქვეყნებში, სადაც ვექტორული დაავადებების საფრთხე კვლავ გამოვლენილია,   ჯანდაცვის მესვეურებმა ითანამშრომლონ გარემოს და სხვა შესაბამის უწყებებთან, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე მეზობელ ქვეყნებთან, ვექტორების ინტეგრირებული ზედამხედველობის სისტემის გასაუმჯობესებლად და საჭირო ზომების მისაღებად ვექტორების გავრცელების შესაჩერებლად. 

 

კამპანიის სლოგანი და ძირითადი გზავნილები:

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დღის კამპანიის სლოგანია: „პატარა ნაკბენი, დიდი საფრთხე“

ძირითადი გზავნილები:

 

  • კოღოებს, ბუზებს, ტკიპებს,  ხოჭოებს და წყლის ლოკოკინებს შეუძლიათ გაავრცელონ დაავადებები, რომლებიც იწვევენ სერიოზული გართულებებსა და სიკვდილს;
  • დაავადებები, როგორიცაა მალარია, დენგე, ლეიშმანიოზი და ყვითელი ცხელება შეიძლება ავიცილოთ თავიდან, თუმცა ისინი ყველაზე მეტად აზარალებს მსოფლიოს ღარიბ მოსახლეობას;
  • მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი იმყოფება ამ დაავადებების რისკის ქვეშ.  ქვეყნებს შორის ტურიზმისა და სავაჭრო ურთიერთობების გაზრდამ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გახადა დაუცველი.
  • თქვენ შეგიძლიათ მავნე მწერებისაგან დაიცვათ თავი და ოჯახის წევრები დაცვის მარტივი საშუალებების გამოყენებით, როგორიცაა ფანჯრების დაფარვა მწერებისაგან დამცავი ბადეებით გრძელ შარვლისა და გრძელსახელოებიანი ტანსაცმლის ტარება.

 

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო