ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

სურსათის უვნებლობა

ძირითადი ფაქტები და ციფრები 

  • დასენიანებული საკვები იწვევს 200-ე მეტ დაავადებას. 
  • საკვებისმიერი დაავადებების გამომწვევია ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები, პარაზიტები, ბიოტოქსინები  და სხვა ქიმიური ნივთიერებები.
  • საკვებისმიერ ტოქსიკოინფექციას შეუძლია გამოიწვიოს მწვავე ან/და ქრონიკული დაავადება. დიარეით დაწყებული და კიბოთი დამთავრებული.
  • ყოველწლიურად, 2 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება დაბინძურებული საკვებისა  და  წყლით გამოწვეული დაავადებებით. მათ შორის ბევრი ბავშვია.
  • ევროკავშირის ქვეყნებში,  2013 წელს  საკვებისმიერი ინფექცია 310 000 ადამიანის დაავადებისა და  322-ის გარდაცვალების მიზეზი გახდა.
  • ყოველწლიურად, სალმონელოზით 85000 ადამიანი ავადდება. ეს ეკონომიკისთვის 3 მილიარდი ევროს დანაკარგია.
  • 2011 წელს, ენტეროჰემორაგიული დაავადებით ეპიდემიის მიზეზი ეშერიხია კოლით ((Escherichia coli (EHEC)) დაბინძურებული გაღივებული ულუმბო გახდა. 4000 შემთხვევა 16 ქვეყანაში, მათ შორის 908 - ჰემოლიზური ურემიული სინდრომი (HUS), 55 ადამიანი დაიღუპა. ეპიდემიამ  1.3 მლრდ-ის ზარალი მიაყენა ფერმერებსა და მრეწველობას.

 

სურსათის უვნებლობა  ჯანმო-ს  ევროპის რეგიონში

სურსათის უვნებლობა, სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი სფეროა და ქმედებების მთელ ჯაჭვს მოიცავს - პირველადი წარმოება, დამუშავება, განაწილება, მომზადება და მოხმარება. გასათვალისწინებელია სათანადო რეგულაციები და სტანდარტები, სურსათის შემოწმებისა და სასურსათო პროდუქტების ინსპექტირება, ლაბორატორია, რათა მოხდეს კონტროლი და რეაგირება სურსათის წარმოებიდან რეალიზაციამდე.

სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია მწარმოებელი, თუმცა მნიშვნელოვანია მომხმარებლების როლიც.

საკვებისმიერი დაავადებების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარული სამსახურების ერთობლივი მუშაობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე - ინფორმაციის გაზიარება,  ეფექტური კომუნიკაცია და ერთობლივი მოქმედებები. 

 

საკვებისმიერი დაავადებები

საკვებისმიერი დაავადებები, როგორც წესი ინფექციური ან ტოქსიკური წარმოშობისაა და გამოწვეულია ბაქტერიებით, ვირუსებით, პარაზიტებით, ტოქსიკური ნივთიერებებით (ბიოლოგიური და ქიმიური), სოკოებით, რომლებიც ორგანიზმში ხვდებიან დაბინძურებული საკვებითა და წყლით.  

საკვებისმიერ დაავადებას ყველაზე ხშირად იწვევს სალმონელათი, პათოგენური ნაწლავის ჩხირებით, კლოსტრიდიებით, სტაფილოკოკის ენტეროტოქსიკური შტამებით ან ნოროვირუსით დაბინძურებული საკვები. საკვებისმიერმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი მიმდინარეობის და მძიმე დაავადებები, მათ შორის თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა, თავის ტვინის ინფექცია და ნეირონული დარღვევები, რეაქტიული ართრიტი, სეპტიცემია (სისხლის დაავადება, რომელიც გამოწვეულია მიკროორგანიზმებითა და მათ მიერ გამოყოფილი შხამებით) კიბო და სიკვდილი.

 

საკვებისმიერი დაავადების სიმპტომები და მკურნალობა

დაავადებების სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს დაბინძურებული  საკვების მიღებიდან რამდენიმე საათში ან რამდენიმე კვირის შემდეგ.

სიმპტომებია: გულისრევა, პირღებინება, დიარეა, სპაზმი ეპიგასტრიუმის არეში. ადამიანების უმრავლესობა უკეთ ხდება ექიმთან მისვლის გარეშე. მიმართავენ თვითმკურნალობას,  ისვენებენ და ღებულობენ დიდი რაოდენობით სითხეს.

მძიმე სიმპტომების (ტემპერატურა >38°C, დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა) შემთხვევაში პაციენტი საჭიროებს სამედიცინო დახმარებას. დაავადებისაგან განსაკუთრებით ზარალდებიან მოხუცები, ბავშვები და ჩვილები, ორსული ქალები და ადამიანები დაქვეითებული იმუნური სტატუსით.

 

5 გასაღები უვნებელი სურსათისთვის:

1.შეინარჩუნე სისუფთავე

  • დაიბანე ხელები საპნით სანამ შეეხები საკვებ პროდუქტებს და დაიბანე ხშირად საკვების მომზადების პროცესში,
  • დაიბანე ხელები ტუალეტით სარგებლობის შემდეგ,
  • გარეცხე და გაუკეთე დეზინფექცია ზედაპირს, ჭურჭელს და იარაღებს, რომელსაც იყენებ საკვები პროდუქტების დამუშავებისთვის,
  • დაიცავი სამზარეულოს სივრცე და საკვები პროდუქტები მწერების, მღრღნელებისა და სხვა ცხოველებისაგან.

 2. განაცალკევე მომზადებული და უმი პროდუქტი ერთმანეთისაგან

  • განაცალკევე საქონლის ხორცი, ფრინველის ხორცი და ზღვის პროდუქტი ერთმანეთისაგან.
  • ნედლი პროდუქტის დამუშავებისას გამოიყენეთ სხვადასხვა იარაღი, ჭურჭელი და სამზარეულოს დაფა.
  • შეინახეთ საკვები პროდუქტი კონტეინერებში, რათა თავიდან აიცილოთ  უმ და მზა პროდუქტს შორის კონტაქტი .

 3.მოამზადე პროდუქტი სათანადოდ.

  • საკვები უნდა მოამზადო სათანადო კულინარიული წესებით, განსაკუთრებით ხორცი, ფრინველი, კვერცხი და ზღვის პროდუქტი.
  • წვნიანი კერძის მომზადებისას დარწმუნდი, რომ ტემპერატურამ მიაღწია 70  C - ს, განსაკუთრებით საქონლის და ფრინველის ხორცის შემთხვევაში.  გამოიყენე თერმომეტრი ამისთვის.
  • გააცხელე მომზადებული პროდუქტი სათანადოდ.

4. შეინახე საკვები პროდუქტი სათანადო ტემპერატურაზე

  • არ დატოვო მომზადებული პროდუქტი ოთახის ტემპერატურაზე 2 საათზე მეტი დროის ხანგრძლივობით.
  • მომზადებული და/ან მალფუჭებადი პროდუქტი შეინახე მაცივარში, სათანადო ტემპერატურაზე (< 5 C)

5. გამოიყენე მხოლოდ უსაფრთხო წყალი და უვნებელი ახალი პროდუქტი

  • გამოიყენე მხოლოდ სუფთა (უსაფრთხო) წყალი ან გაასუფთავეთ ის სათანადოდ.
  • ყოველთვის შეარჩიე ახალი და სასარგებლო პროდუქტი.
  • შეარჩიე პროდუქტი, რომელიც დამუშავებულია უვნებლობის თვალსაზრისით (პასტერიზებული რძე, და სხვ.).
  • საგულდაგულოდ გარეცხე ხილი და ბოსტნეული, მიღების წინ.
  • ნუ გამოიყენებ საკვებ პროდუქტს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

 სურსათის უვნებლობა  - ახალი  გამოწვევა

კლიმატისა და ეკოლოგიური ცვლილებები, მოსახლეობის  დაბერება, მიგრაცია, ცხოვრების წესის შეცვლა (ურბანიზაცია, მოგზაურობა), სახლის გარეთ კვება ზრდის საკვებისმიერი დაავადებების გავრცელების რისკს. გლობალიზაცია და ტურიზმის განვითარება მომხმარებლისთვის ხელსმისაწვდომს ხდის პროდუქტის ფართო სპექტრს. იზრდება საკვებისმიერი დაავადებების და ბაქტერიების უფრო ადვილად გავრცელების რისკი და არეალი.

ბაქტერიების მდგრადი ფორმების განვითარება და სურსათის უვნებლობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პრობლემაა. უსაფრთხო და ხელმისაწვდომი საკვებით მნიშვნელოვნად ავირიდებთ თავიდან საკვებისმიერი დაავადებებს.

 

file:///C:/Users/User/Downloads/fact-sheet-whd2015-en.pdf

 

ბმულები

პოსტერი 1

პოსტერი 2

პოსტერი 1 (2014)

პოსტერი 2 (2014)

პრეზენტაცია 

საკვებით გადაცემადი დაავადებების ძირითადი გამომწვევები